ევროპა
კონტინენტი / From Wikipedia, the free encyclopedia
ევროპა — მსოფლიოს ნაწილი, აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. მათ შორის საზღვრის ხაზის თაობაზე არსებობს რამდენიმე ვარიანტი.
ტერმინს „ევროპა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ევროპა (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ევროპა, ფართობი ...
ევროპა | |
---|---|
ფართობი | 10 180 000 კმ² |
მოსახლეობა | 746 419 440 (2018) |
მოს. სიმჭიდროვე | 72,9 ად./კმ² |
მოს. შემადგენლობა | ევროპელები |
ქვეყნები | 50 |
სასაათო სარტყელი | UTC - UTC+06:00 |
ინტ. დომენი | .eu (ევროპის კავშირი) |
დახურვა
ევროპის ფართობი 10 180 000 კმ²-ია, მოსახლეობა კი 740 000 000 ადამიანი[1]. ევროპა ფართობის მხრივ მეორე ყველაზე პატარა კონტინენტია (ის მხოლოდ ავსტრალიას აღემატება), თუმცა მოსახლეობის რაოდენობით ის აჭარბებს როგორც ავსტრალიას, ისე სამხრეთ ამერიკას, მოსახლეობის სიმჭიდროვით კი მხოლოდ აზიას ჩამორჩება.