![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/b/b7/UEFA_Euro_2004_official_logo.png/640px-UEFA_Euro_2004_official_logo.png&w=640&q=50)
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004
From Wikipedia, the free encyclopedia
ევროპის მე-12 საფეხბურთო ჩემპიონატი (პორტ. UEFA Campeonato da Europa de Futebol Portugal 2004), ხშირად უბრალოდ ევრო 2004, ჩატარდა პორტუგალიაში, 2004 წლის 12 ივნისიდან 4 ივლისამდე. უეფა-მ ჩატარებულ ტურნირს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა. გამარჯვებული, ყველასთვის მოულოდნელად საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გახდა. ტურნირის ოფიციალური ბურთი დაამზადა კომპანია Adidas-მა. ბურთს Adidas Roteiro ეწოდებოდა.
სწრაფი ფაქტები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004 Campeonato da Europa de Futebol 2004 (პორტუგალიური)' ...
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004 Campeonato da Europa de Futebol 2004 (პორტუგალიური)' | |
---|---|
![]() | |
ტურნირის დეტალები | |
ადგილი | ![]() |
ქალაქები | 8 |
სტადიონები | 8 |
ტურნირის ვადები | 12 ივნისი – 4 ივლისი |
მონაწილე | 50 |
ფინალში | 16 |
საპრიზო ადგილები | |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
ტურნირის სტატისტიკა | |
დასწრება | 1 156 473 (37 306 თამაშზე) |
მატჩები | 31 |
გოლები | 77 (2.48 თამაშში) |
ბომბარდირ(ებ)ი | ![]() |
საუკეთესო მოთამაშე | ![]() |
დახურვა
ტურნირის ფინალურ ეტაპზე მთლიანად 16 გუნდი მონაწილეობდა. პორტუგალია მასპინძლის რანგით ავტომატურად იყო დაშვებული ტურნირზე. დარჩენილი 15 გუნდი გამოვლინდა საკვალიფიკაციო მატჩების შედეგად, რომლებიც 2002 წლის აგვისტოში დაიწყო.