ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012: ჯგუფი A
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯგუფი A — ევრო 2012-ის პირველი ჯგუფი, სადაც მატჩები გაიმართა 8 ივნისიდან 16 ივნისამდე. ჯგუფის თამაშები ჩატარდა პოლონეთის ქალაქებში – ვარშავაში და ვროცლავში.
ჯგუფის წევრები იყვნენ პოლონეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი და რუსეთი. ორი საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ნაკრები, ჩეხეთი და საბერძნეთი, პლეი-ოფში გავიდა.