From Wikipedia, the free encyclopedia
ეთელ ლილიან ვოინიჩი, ქალიშვილობის გვარი ბული (ინგლ. Ethel Lilian Voynich; დ. 11 მაისი, 1864, კორკი, ირლანდია — გ. 27 ივლისი, 1960, ნიუ-იორკი, აშშ) — ირლანდიელი მწერალი და კომპოზიტორი, რამდენიმე რევოლუციური წამოწყების მხარდამჭერი.
ეთელ ლილიან ვოინიჩი | |
---|---|
ინგლ. Ethel Lilian Voynich | |
დაბადების თარიღი | 11 მაისი, 1864[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | ბალინტემპლი, კორკის საგრაფო, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[5] |
გარდაცვალების თარიღი | 27 ივლისი, 1960[2] [3] (96 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ნიუ-იორკი |
საქმიანობა | მწერალი, რომანისტი[5] , აქტივისტი[5] , კომპოზიტორი, პროზაიკოსი, მთარგმნელი და suffragist |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
Magnum opus | კრაზანა |
მეუღლე | უილფრიდ ვოინიჩი |
ეთელ ლილიან ბული 1864 წლის 11 მაისს ირლანდიის ქალაქ კორკში დაიბადა, მათემატიკოს ჯორჯ ბულისა და ფემინისტ ფილოსოფოს[6] მერი ევერესტის ოჯახში, რომელიც ცნობილი ჯორჯ ევერესტის დისშვილი იყო. 1893 წელს ლილიანი ცოლად გაჰყვა პოლონელ რევოლუციონერს, ანტიკვარისტსა და ბიბლიოფილს, ვოინიჩის ხელნაწერის ეპონიმს ვილფრედ მიხაელ ვოინიჩს. ლილიანი ყველაზე მეტად ცნობილია რომანით „კრაზანა“, რომელიც პირველად 1897 წლის ივნისში აშშ-ში გამოქვეყნდა, ამავე წლის სექტემბერში კი ბრიტანეთში. იგი ეხება საერთაშორისო რევოლუციონერის ბრძოლებს იტალიაში. რომანი განსაკუთრებით პოპულარული საბჭოთა კავშირში გახდა, სადაც ის მოწინავე ბესტსელერად იქცა, მისი წაკითხვა სავალდებულო იყო, რადგან იდეოლოგიურ დატვირთვას აძლევდნენ. იგივე მიზეზით, „კრაზანამ“ პოპულარობა მოიპოვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ვოინიჩის გარდაცვალების მომენტისთვის, სსრკ-ში წიგნის 2 500 000 ეგზემპლარი იყო გაყიდული, 1928 წელს კი საბჭოთა საქართველოში გადაიღეს ფილმი „კრაზანა“.[7]
1955 წელს, საბჭოთა რეჟისორმა ალექსანდრ ფაინციმერმა რომანზე იგივე სახელწოდების ფილმი გადაიღო. კომპოზიტორმა დიმიტრი შოსტაკოვიჩმა დაწერა რომანსი „კრაზანა“, რომელიც ასევე ძალზედ პოპულარული გახდა. 1980 წელს რომანი კვლავ ფილმში (მინისერიალში) გააცოცხლეს, რომელშიც მთავარ როლს სერგეი ბონდარჩუკი თამაშობდა.
ისტორიკოს რობინ ბრიუს ლოკჰარტის მიხედვით, რუსეთში დაბადებული საიდუმლო აგენტი სიდნი რეილი, რომელიც Secret Intelligence Service-ში მუშაობდა 1895 წელს ლონდონში ეთელ ლილიან ვოინიჩს შეხვდა. ამ დროისათვის ვოინიჩი გავლენიანი ფიგურა იყო არა მხოლოდ ვიქტორიანულ ლიტერატურაში, არამედ რუს ემიგრანტთა წრეებშიც. ლოკჰარტი, რომელიც ასევე ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის აგენტი იყო, ამტკიცებს, რომ ვოინიჩსა და რეილის სექსუალური ურთიერთობები ჰქონდათ და იტალიაში ერთად იმოგზაურეს. ამ ფლირტის დროს, რეილიმ აშკარად „გააშიშვლა სული თავის საიდუმლოებების წინაშე“ და ლილიანს რუსეთში გატარებული თავისი უცნაური ახალგაზრდობის შესახებ მოუყვა. ურთიერთობის დასრულების შემდეგ, ვოინიჩმა „კრაზანა“ გამოაქვეყნა, რომლის მთავარი პერსონაჟი ართურ ბარტონი სავარაუდოდ ახალგაზრდა სიდნი რეილის განსახიერება იყო.[8] მიუხედავად ამისა, რეილის ბიოგრაფი ენდრიუ კუკი არ ადასტურებს ლოკჰარტის ვერსიას და ამტკიცებს, რომ რეილი ვოინიჩის რადიკალურ, რუს ემიგრანტთა სასიკეთო საქმიანობების შესახებ პოლიციის განყოფილება „Special Branch“-ის თანამშრომელ უილიამ მელვილს აწვდიდა ინფორმაციას.[9]
1970 წელს, საბჭოთა ასტრონომმა თამარა მიხაილოვნა სმირნოვამ აღმოაჩინა მცირე პლანეტა, რომელსაც მწერლის პატივსაცემად 2032 ეთელი უწოდა.[10]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.