ეკვადორის დროშა
From Wikipedia, the free encyclopedia
ეკვადორის დროშა — ეკვადორის სახელმწიფო სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. ეკვადორის დროშა, რომელიც შედგება ყვითელი (ორჯერ განიერი), ლურჯი და წითელი ჰორიზონტალური ზოლებისაგან, პირველად მიღებული იქნა 1835 წელს, შემდეგ კი 1860 წლის 26 სექტემბერს. დროშის დიზაინი არსებითად დასრულდა 1900 წელს დროშის ცენტრში ეკვადორის გერბის დამატებით. სამფეროვანი დროშის დამტკიცებამდე ეკვადორი იყენებდა თეთრ-ცისფერ დროშებს ვარსკვლავებით. გამოიყენებოდა ახლანდელის მსგავსი დროშებიც, თუმცა ამ დროშებზე სამივე ფერის ზოლს ტოლი სიგანე ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ეკვადორის დროშა ძალიან ჰგავს კოლუმბიისა და ვენესუელის დროშებს, ისინი პრაქტიკულად მხოლოდ გერბითა და ზოლების სიგანეთა შეფარდებით განსხვავდებიან.
სწრაფი ფაქტები ეკვადორის დროშა, ეკვადორი ...
ეკვადორის დროშა | |
---|---|
ეკვადორი | |
მიღებულია | 1860 წლის სექტემბერს (საბოლოო ცვლილებები განიცადა 2009 წელს) |
პროპორცია | 2:3 |
კომპიუტერული დიზაინი |
ეკვადორის დროშა წარმოადგენს სამზოლიანი მართკუთხა ქსოვილს სამი ჰორიზონტალური, ყვითელი, ლურჯი და წითელი ზოლებით. ვერტიკალურად ყვითელ ფერს დროშის 50% უჭირავს, დანარჩენი 50% კი თანაბრადაა გაყოფილი ლურჯ და წითელ ფერებზე. დროშის ცენტრში ეკვადორის გერბია გამოსახული. |
დახურვა