ელენ დეჯენერესი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელენ ლი დეჯენერესი (ინგლ. Ellen Lee DeGeneres; /dəˈdʒɛnərəs/; დ. 26 იანვარი 1958) — ამერიკელი კომიკოსი, ტელეწამყვანი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი. ცნობილი გახდა სიტკომ „ელენში“ (1994-1998) მონაწილეობით, რომელიც ABC-ზე გადაიცემოდა. 2003 წლიდან დღემდე არის ტელეშოუ „ელენ დეჯენერესის შოუს“ წამყვანი.
ელენ დეჯენერესი | |
---|---|
დეჯენერესი ლოს-ანჯელესში, 2011 წლის 10 ოქტომბერს | |
მშობლიური სახელი | Ellen DeGeneres |
დაბადების სახელი | ელენ ლი დეჯენერესი |
დაბადების თარიღი |
26 იანვარი, 1958 (1958-01-26) (66 წლის)[1] მეტერი, ლუიზიანა, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | ახალი ორლეანის უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1978-დღემდე |
მეუღლე(ები) | პორშია დე როსი (იქ. 2008) |
ჯილდოები | |
ხელმოწერა |
კინოკარიერა დაიწყო 1990-იანი წლების დასაწყისში. მისი ადრეული ფილმებია: „მისტერ შეცდომა“ (1996), „ედი ტელევიზორიდან“ (1999), „სასიყვარულო ბარათი“ (1999), იგი აგრეთვე ახმოვანებს პერსონაჟ დორის Pixar-ის ანიმაციურ ფილმებში „ნემოს ძიებაში“ (2003) და „დორის ძიებაში“ (2016). 2010 წელს იყო რეალითი შოუ „American Idol“-ის მეცხრე სეზონის ჟიურის წევრი.
1994-1998 წლებში მონაწილეობდა ტელესერიალში „ელენი“, 2001-2002 წლებში სიტკომში —„ელენის შოუ“. 1997 წელს ოპრა უინფრის შოუში განაცხადა, რომ იგი არის ჰომოსექსუალი. 2008 წლიდან დაქორწინებულია პორშია დე როსიზე.
ელენ დეჯენერესი იყო ოსკარის, გრემის და პრაიმტაიმის ემის დაჯილდოების ცერემონიების წამყვანი. იგი აგრეთვე 4 წიგნის ავტორია. 2010 წელს დააარსა საკუთარი ხმის ჩამწერი კომპანია Eleveneleven. მიღებული აქვს ემის 30, People's Choice Awards 20[2] და ასევე სხვა ჯილდოები. 2016 წელს დაჯილდოვდა თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით.[3]