From Wikipedia, the free encyclopedia
გოტლიბ ელიელ საარინენი (ფინ. Gottlieb Eliel Saarinen; დ. 20 აგვისტო, 1873 — გ. 1 ივლისი, 1950) — ფინელი არქიტექტორი, რომელმაც სახელი არტ-ნუვოს სტილის შენობებით გაითქვა XX საუკუნის დასაწყისში.
ელიელ საარინენი | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 20 აგვისტო, 1873[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | რანტასალმი[3] |
გარდ. თარიღი | 1 ივლისი, 1950[1] [3] [4] (76 წლის) |
გარდ. ადგილი | ბლუმფილდ-ჰილზი[5] [3] |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი[6] [4] [7] და ქალაქთმშენებელი |
მოქალაქეობა |
ფინეთი აშშ[8] [2] |
მიმართულება | არტ-ნუვო, არტ-დეკო, საერთაშორისო სტილი და იუგენდსტილი |
ალმა-მატერი | ჰელსინკის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი და Former Real Lyceum |
მნიშვნელოვანი პროექტები | Helsinki Central Railway Station |
ჯილდოები | აამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის ოქროს მედალი, სამეფო ოქროს მედალი, კარსლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტის საპატიო დოქტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Fellow of the American Institute of Architects, Commander First Class of the Order of the White Rose of Finland[9] და ფინეთის ლომის ორდენის დიდი ჯვარი[10] |
მეუღლე | Loja Saarinen[11] და Mathilda Tony Charlotta Gyldén[11] |
შვილ(ებ)ი | ეერო საარინენი[11] და Pipsan Saarinen Swanson |
განათლება ჰელსინკიში მიიღო. მისი პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი, 1900 წლის მსოფლიო გამოფენის ფინური პავილიონი სტილისტურ გავლენათა არაორდინალური შერწყმა გამოდგა, მასში გაერთაინდა ფინური ხის არქიტექტურა, ბრიტანული გოთური აღორძინება და იუგენდსტილი. საარინენის ადრეულ მანერას მოგვიანებით ფინური ეროვნული რომანტიციზი უწოედეს, რამაც კულმინაციას ჰელსინკის რკინიგზის სადგურის პროექტში ჰპოვა (1910-1914). მასვე ეკუთვნის მარკას ბანკნოტების დიზაინი, რომელიც 1922 წელს შევიდა ბრუნვაში.
საარინენი 1923 წელს აშშ-ში გადადის ჩიკაგოში ტრიბუნის ტაუერისთვის კონკურსში წარმატების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკურსში მეორე ადგილზე გავიდა და მისი პროექტი ჩიკაგოში არ აშენებულა, ეს დიზაინი სრულად განხორციელდა გალფ-ბილდინგში, ჰიუსტონში, ტეხასი. საარინენი მას შემდეგ პროფესიულ და აკადემიურ კარიერს მიჩიგანში აგრძელებს.
1925 წელს ჯორჯ გაფ ბუზმა მას კრენბრუკის საგანმანათლებლო საზოგადოების კამპუსის დაპროექტება სთხოვა, რომელიც ბაუჰაუზის ამერიკული ეკვივალენტი უნდა გამხდარიყო. საარინენი აქ ასწავლიდა და შემდგომში, 1932 წელს, კრენბრუკის ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი გახდა. მის სტუდენტთა შორის იყვნენ რეი კაიზერი და ჩარლზ იმსი.
შემდგომში ის მიჩიგანის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი ხდება; ამჟამად მიჩიგანის არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების კოლეჯი მის სახელს ატარებს.
საარინენის ვაჟი, ეერო (1910-1961), XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი არქიტექტორი ხდება საერთაშორისო სტილში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.