ელისაბედ ბორნი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელისაბედ ბორნი (დ. 1961, 18 აპრილი) — ფრანგი ქალი პოლიტიკოსი. 2022 წლის მაისიდან იკავებს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს. ბორნი არის სამოქალაქო ინჟინერი და ყოფილი სახელმწიფო მოხელე და სახელმწიფო საწარმოების მენეჯერი ტრანსპორტისა და სამშენებლო სექტორებში. იგი იკავებდა ტრანსპორტის მინისტრისა (2017–2019) და ეკოლოგიის მინისტრის პოსტებს (2019–2020). 2020-2022 წლებში იყო შრომის, დასაქმებისა და ინტეგრაციის მინისტრი. [7] 2022 წლის 16 მაისს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დანიშნა იგი საფრანგეთის პრემიერ მინისტრად, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებისა და ჟან კასტექსის გადადგომის შემდეგ. [8] ბორნი პირველი ქალია, რომელმაც თანამდებობა დაიკავა ედიტ კრესონის შემდეგ, რომელიც პოსტს 1991 წლიდან 1992 წლამდე იკავებდა. [9] ის არის მაკრონის პარტია „რენესანსის“ და მემარცხენე ცენტრის პარტიის „პროგრესის ტერიტორიების“ წევრი.
ელისაბედ ბორნი | |
---|---|
ფრანგ. Élisabeth Borne | |
დაბადების თარიღი | 18 აპრილი, 1961(1961-04-18)[1] (63 წლის) |
დაბადების ადგილი | მე-15 ოლქი (პარიზი) |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[2] |
განათლება | პოლიტექნიკური სკოლა, გზებისა და ხიდების ეროვნული სკოლა და Collège des ingénieurs |
მამა | Joseph Borne |
დედა | Marguerite Lescène |
მეუღლე/ები | Olivier Allix[3] |
შვილ(ებ)ი | Nathan Allix[4] |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, Commander of the Order of Maritime Merit[5] და Grand Cross of the National Order of Merit[6] |