ემა ფროსტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ემა გრეის ფროსტი — გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც ცნობილია Marvel Comics-ის მიერ გამოცემული კომიქსების წიგნებიდან. პირველად გამოჩნდა შემზარავი იქს-ადამიანების 129-ე ნომერში (1980 წლის იანვარი). შექმნილია მწერალი კრის კლერმონისა და მწერალი/ილუსტრატორი ჯონ ბირნის მიერ.
თეთრი დედოფალი | |
---|---|
ენდი პარკის ნამუშევარი. | |
გამოცემის ინფორმაცია | |
გამომცემელი | Marvel Comics |
პირველი გამოჩენა | შემზარავი იქს–ადამიანები #129 (1980 წლის იანვარი) |
ავტორ(ებ)ი | კრის კლერმონი, ჯონ ბირნი |
დახასიათება | |
სრული სახელი | ემა გრეის ფროსტი |
სახეობა | ადამიანი-მუტანტი |
ფსევდონიმები | თეთრი დედოფალი |
მოკავშირეები |
იქს-ადამიანები ბნელი ილუმინატი ქსავიეს ინსტიტუტი ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბი Hellions იქს-თაობა |
შესაძლებლობა |
ტელეპათი, შეუძლია მიიღოს გაუნადგურებელი ბრილიანტის ფორმა და გაზარდოს ფიზიკური სიძლიერისა და სიმტკიცის დონე. იხ. ვრცლად. |
დახვეწილი მუტანტი ტელეპათი ემა ფროსტი, იგივე თეთრი დედოფალი, იქს-ადამიანების ყოფილი მტერი 2000-იან წლებში გუნდს უერთდება, მათთან ერთად იწყებს ბრძოლასა და ერთ-ერთი გამოჩენილი წევრი ხდება. 2005 წელს, IGN-მა ფროსტი კომიქსის ყველაზე ცხელ გოგოდ დაასახელა, 2006 წელს კი მუტანტმა IGN-ის 25 საუკეთესო იქს-ადამიანს შორის 21-ე პოზიცია დაიკავა.
2008 წლის მაისში, გაზეთ Wizard-ის ყველა დროის 200 საუკეთესო კომიქსის პერსონაჟს შორის ფროსტმა 69-ე ადგილი დაიკავა და უკან ჩამოიტოვა იქს-ადამიანების გაცილებით დიდი ისტორიის მქონე პერსონაჟები. იმავე წლის ივლისში, გაზეთ Empire-ის 50 უდიდეს კომიქსის პერსონაჟს შორის კი 30-ე და მარველის მდედრობითი სქესის ყველა სხვა პერსონაჟი დაჯაბნა.
2009 წელს პერსონაჟი გამოჩნდა სრულმეტრაჟიან ფილმში იქს-ადამიანების წარმოშობა: ვულვერინი, სადაც მას მსახიობი ტაინა ტოზი ანსახიერებს.