ენთემენა
ლაგაშის მმართველი / From Wikipedia, the free encyclopedia
ენთემენა — ენანათუმ I-ის შვილი, ეანათუმის ძმისშვილი და შუმერული სახელმწიფოს, ლაგაშის მმართველი დაახლოებით ძვ.წ. 2360-2340 წლებში, რომელმაც ლაგაშის ძალაუფლება აღადგინა. ენთემენამ, ურუქის მმართველ ლუგალ-ქინიშე-დუდუს დახმარებით, დაამარცხა უმას მმართველი — ენშაქუშანას მემკვიდრე ურ-ლუმა, რომელიც მოხსენიებულია შუმერის მეფეთა სიაში.
ენთემენა | |
---|---|
ენთემენას კონუსი, ერთ-ერთი უძველესი დიპლომატიური დოკუმენტი (დაახლ. ძვ.წ. 2400) | |
ლაგაშის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | დაახლ. ძვ.წ. 2360 |
მმართ. დასასრული: | ძვ.წ. 2340 |
წინამორბედი: | ენანათუმ I |
მემკვიდრე: | ენანათუმ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
დინასტია: | ლაგაშის I დინასტია |
ენთემენა ოცი წლის განმავლობაში, გარდაცვალებამდე მართავდა ლაგაშს. გარდაიცვალა დაახლოებით ძვ.წ. 2340 წელს. იმ დოკუმენტებში, სადაც მისი ცხოვრების შესახებ გარკვეული ინფორმაციაა მოცემული, დიდი ადგილი უკავია ენთემენას შვილს — ლუმა-თურს ან ხუმა-ბანდას (მისი სახელი იკითხება სხვადასხვაგვარად და ნიშნავს ახალგაზრდას), რომელსაც მეტსახელად ეანათუმს უწოდებდნენ. როგორც ჩანს, იგი ენთემენას პირველი შვილი იყო, თუმცა, იგი მამაზე ადრე გარდაიცვალა, რის გამოც, ლაგაშის მმართველის ტახტი ენთემენას მეორე შვილმა — ენანათუმ II-მ დაიკავა.