ეპარსეს კუნძულები
From Wikipedia, the free encyclopedia
ეპარსეს კუნძულები (ფრანგ. Îles Éparses — მიმოფანტული კუნძულები ან ფრანგ. Îles éparses de l'océan indien — მიმოფანტული კუნძულები ინდოეთის ოკეანეში) — კუნძულთა ჯგუფი ინდოეთის ოკეანეში. შედგება ოთხი მცირე მარჯნის კუნძულისგან და რამდენიმე ატოლისაგან. ტერიტორია 2007 წლიდან წარმოადგენს საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის მეხუთე რაიონს, რომელიც რეიუნიონიდან იმართება.[1]. აქ მუდმივი მოსახლეობა არ სახლობს. სამი კუნძული გლორიოსი, ჟუან-დი-ნოვა, ევროპა და ატოლი ბასას-და-ინდიას მდებარეობს მოზამბიკის სრუტიდან დასავლეთით, მადაგასკარის სიახლოვეს, ხოლო მეოთხე კუნძული ტრომელინი მადაგასკარიდან 450 კმ-ით (280 მილი) აღმოსავლეთით მდებარეობს. მოზამბიკის სრუტეშივე მდებარეობს ბანკ-დიუ-ჟეზერის რიფიც, რომელიც 1976 წლიდან მადაგასკარის მიერ ანექსირებულია.
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles Éparses | |
---|---|
ეპარსეს კუნძულების მდებარეობა და დეტალური რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
კუნძულთა რაოდენობა | 6 |
მთავარი კუნძული | ევროპა |
ფართობი | 38,6 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 2361 მ |
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები | საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2015) |
ეს კუნძულები უკვე კლასიფიცირდება, როგორც ნაკრძალი. ამ კლასიფიცირებას არ მიეკუთვნება ბასას-და-ინდია, რადგანაც აქ არის მეტეოროლოგიური სადგურები, რომლებიც ავტომატიზირებულია. ტრომელენის კუნძულზე მდებარეობს სპეციალური სადგური, საიდანაც ციკლონის მოახლოების შემთხვევაში გაფრთხილება ეგზავნება მადაგასკარს, რეიუნიონს და მავრიკს. თითოეულ კუნძულს, ბასას-და-ინდიასა და ბანს-დუ-გეისერის გარდა აქვს 1000 მეტრიანი თვითმფრინავის დასაჯდომი მოედანი. ეპარსეს კუნძულებზე დავა მიმდინარეობს რამდენიმე სახელმწიფოს შორის.