ერმანის ქედი
ქედი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ერმანის ქედი — ქედი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების პატარა ლიახვისა და ერმანისწყლის (დიდი ლიახვის სისტემა) წყალგამყოფი. სიგრძე 10 კმ. აგებულია ზედაიურული კირქვებით, მერგელებითა და მერგელიანი ფიქლებით. ერმანის ქედის კალთებზე შემორჩენილია მეოთხეული გამყინვარების ნიშნები: ცირკები, ტროგები და მორენები. კალთები და თხემი შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
სწრაფი ფაქტები ერმანის ქედი ...
ერმანის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 42°29′11″ ჩ. გ. 44°16′14″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე |
სიგრძე | 10 კმ |
ამგებელი ქანები | კირქვა, მერგელი და მერგელიანი ფიქალი |
დახურვა