ექტორ იასალდე
არგენტინელი ფეხბურთელი / From Wikipedia, the free encyclopedia
ექტორ კასიმირო იასალდე (ესპ. Héctor Casimiro Yazalde; დ. 29 მაისი, 1946, ვილა ფიორიტო, ბუენოს-აირესი, არგენტინა — გ. 18 ივნისი, 1997, ბუენოს აირესი) — არგენტინელი ფეხბურთელი, მეტსახელად ჩიროლა. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. მისი საკლუბო კარიერის განსაკუთრებით ნაყოფიერი პერიოდი უკავშირდება აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ და განსაკუთრებით კი ლისაბონის „სპორტინგს“, რომლის შემადგენლობაში თამაშის დროს 46 გოლით ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. იგი იყო პირველი არგენტინელი და ასევე პირველი არაევროპელი ფეხბურთელი, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა. ამასთან, იგი ასევე პირველი მოთამაშე იყო, რომელიც 1970 წელს არგენტინის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ექტორ კასიმირო იასალდე | ||
დაბადების თარიღი | 29 მაისი, 1946 | ||
დაბადების ადგილი |
ვილა ფიორიტო, ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
გარდაცვალების თარიღი | 18 ივნისი, 1997 (51 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
სიმაღლე | 176 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1960–1961 | ლოს-ანდესი | ||
1964–1966 | პირანია | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1967–1970 | ინდეპენდიენტე | 113 | (71) |
1971–1975 | სპორტინგი | 104 | (104) |
1975–1977 | მარსელი | 44 | (23) |
1977–1981 | ნიუელსი | 120 | (55) |
1981 | ურაკანი | 1 | (0) |
სულ | 382 | (253) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1968–1974 | არგენტინა | 17 | (3) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1986 | ურაკანი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ფიფას მონაცემებით, იასალდე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი არგენტინელი ფეხბურთელია, რომელმაც ჯამურად უმაღლესი დივიზიონის 382 ოფიციალურ მატჩში 253 გოლი გაიტანა — არგენტინის, პორტუგალიისა და საფრანგეთის საფეხბურთო კლუბებში ასპარეზობისას.
1968 წლიდან იცავდა არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას.[1] 1974 წლის დასავლეთ გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[2] მიიჩნევენ არგენტინის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად.