From Wikipedia, the free encyclopedia
ეშლი კოული (ინგლ. Ashley Cole; დ. 20 დეკემბერი, 1980) — ინგლისელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ლოს-ანჯელეს გალაქსის“ მცველი. ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად.[3][4][5]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ეშლი კოული[1] | ||
დაბადების თარიღი | 20 დეკემბერი, 1980 | ||
დაბადების ადგილი | სტეფნი, ინგლისი | ||
სიმაღლე | 176 სმ[2] | ||
სათამაშო პოზიცია | მარცხენა მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ლოს-ანჯელეს გალაქსი | ||
ნომერი | 26 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1997–1998 | არსენალი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1998–2006 | არსენალი | 156 | (8) |
1999–2000 | → კრისტალ პალასი | 14 | (7) |
2006–2014 | ჩელსი | 229 | (7) |
2014–2016 | რომა | 11 | (0) |
2016–2018 | ლოს-ანჯელეს გალაქსი | 89 | (3) |
2019– | დერბი ქაუნთი | 1 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2001–2014 | ინგლისი | 107 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 11 მაისი, 2014 |
კოულმა კარიერა დაიწყო „არსენალში“ 1999 წელს, სადაც კლუბის მაისურით ჩატარებულ 228 მატჩში გაიტანა 9 გოლი. კლუბთან ერთად მოიგო ორი ტიტული პრემიერლიგაში, სამი — ინგლისის თასზე და ითამაშა 2005-06 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში. 2006 წლის აგვისტოში, გაჭიანურებული სატრანსფერო საგას შემდეგ, კოული გადავიდა ჩელსიში 5 მილიონი ფუნტის და უილიამ გალასის სანაცვლოდ. კოული ჩელსის ძირითად ფეხბურთელად იქცა და მიიღო მონაწილეობა 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მისი გუნდი ვერცხლის მედლებს დასჯერდა. გუნდთან ერთად მოგებული აქვს ინგლისის თასი სამჯერ, 2009-10 წლების სეზონის პრემიერლიგაში დაეუფლა მესამე ტიტულს. 2010 წლის 15 მაისს გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ინგლისის თასი ექვსჯერ.
კოული დაქორწინდა მომღერალ შერილ კოულზე (ტვიდი) 2006 წლის ივლისში. 2010 წელს ისინი დაშორდნენ ერთმანეთს.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.