From Wikipedia, the free encyclopedia
ვაიალეალე (ჰავ. Waiʻaleʻale) — ფარისებრი ვულკანი ჰავაის კუნძულებზე. ადმინისტრაციულად მდებარეობს აშშ-ის ჰავაის შტატის ტერიტორიაზე. სიმაღლე 1569 მ. კუნძულ კაუაის ვულკანებს შორის ვაიალეალე სიმაღლით მეორე ადგილზეა.[1] 1912 წლიდან დაწყებული ვაიალეალეს კალთები წვიმის სახით წელიწადში საშუალოდ იღებს 11 684 მმ ნალექს.[2] 1982 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი: ვულკანის კალთებზე საშუალოდ მოვიდა 16 916 მმ ნალექი.[3] ასაკი განისაზღვრება 8 მილიონი წლით.[4] მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ნოტიო რეგიონში. ძირითადად დამახასიათებელია ჟინჟღლი. კოკისპირული წვიმები იშვიათია. ვულკანის მწვერვალი ხშირი წვიმიანობის გამო მოქცეულია ხშირი ნისლის ქვეშ.
ვაიალეალე | |
---|---|
კოორდინატები: 22°04′26″ ჩ. გ. 159°29′55″ დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ |
სიმაღლე | 1569 მ |
ტიპი | ფარისებრი ვულკანი |
მწვერვალი ბრტყელ პლატოს წარმოადგენს, სადაც გაბნეულია წვრილი ტბები. ვაიალეალედან სათავეს იღებს პატარა მდინარე ვაიმეა, რომელიც მოზრდილ კანიონს ქმნის (სიგრძე 16 კმ, სიგანე 3,2 კმ, სიღრმე 1067 მ).[5] ჰავაიური ენიდან ვულკანის სახელწოდება დაახლოებით ითარგმნება როგორც „მღელვარე წყლები“.[6]
ძველი ჰავაიელებისთვის ვაიალეალე წმინდა მთა იყო. მათი წარმოდგენით მწვერვალზე ცხოვრობდა ჰავაიური ღმერთი კანე. ამიტომ ჰავაიელებმა ვულკანის მწვერვალზე დააარსეს ხეიაუს მონასტერი, სადაც ღმერთის პატივსაცემად რეგულარულად სწირავდნენ ძღვენს.
უხვნალექიანობის ძირითადი ფაქტორებია: ჰავაის კუნძულებს შორის კაუაის ჩრდილოეთური მდებარეობა, რის გამოც კუნძული პირველი ხვდება ზამთრის თვეებში ატმოსფერული ფრონტების გავლენის ქვეშ; კუნძულის კონუსისებური მოყვანილობა, რის გამოც მისი ყველა მხარეები ექვემდებარებიან ნოტიოგადამტანი ქარების გავლენას; ძალიან ციცაბო ფერდობები, რის გამოც ნოტიო ჰაერი მკვეთრად მაღლდება ზღვის დონიდან 1000 მეტრზე და უფრო ზევით.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.