ვაიოლეტ ჯესოპი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვაიოლეტ კონსტანს ჯესოპი (ინგლ. Violet Constance Jessop) (1 ოქტომბერი 1887, ბაია -ბლანკა, არგენტინა — 5 მაისი 1971, გრეით-აშფილდი, სუფოლკი, აღმოსავლეთ ინგლისი) — სამგზავრო კომპანია White Star Line-ის საოკეანო ლაინერების ბორტგამცილებელი. ვაიოლეტ ჯესოპი მსახურობდა „ოლიმპიკის“კლასის ყველა ლაინერზე და, შესაბამისად, გახლდათ მათთან დაკავშირებული ყველა ინციდენტის თვითმხილველი. იგი იმყოფებოდა ლაინერ „ოლიმპიკზე“,როდესაც ის სამხედრო გემს, ,,ჰოუკს“ შეეჯახა (1911 წელს), ,,ტიტანიკზე“, რომელიც აისბერგს შეეჯახა (1912 წელს) და ,,ბრიტანიკზე“, რომელიც 1916 წელს ოკეანეში ერთ-ერთი გასვლის დროს მინაზე აფეთქდა. ამ მოვლენების შემდეგ მან კიდევ 34 წელი იმუშავა გემზე და 63 წლის ასაკში პენსიაზე საკუთარი ნებით გავიდა. მას შემდეგ, რაც სამ საზღვაო კატასტროფას ცოცხალი გადაურჩა, ვაიოლეტმა მიიღო ზედმეტსახელი მსოფლიოს ყველაზე ,,ჩაუძირავი ქალბატონი“ (ინგლ. Miss Unsinkable).[1][2][3]
ვაიოლეტ ჯესოპი ინგლ. Violet Constance Jessop | |
---|---|
ვიოლეტ ჯესოპი მოხალისე მედდის ფორმაში "ბრიტანიკაზე" მსახურობისას | |
დაბადების სახელი | ვაიოლეტ კონსტანს ჯესოპი |
დაბადების თარიღი |
1 ოქტომბერი 1887 ბაია-ბლანკა არგენტინა |
გარდაცვალების თარიღი |
5 მაისი 1971 (83 წლის) აღმოსავლეთ ინგლისი |
მოქალაქეობა |
არგენტინა ირლანდია |
საქმიანობა |
ბორტგამცილებელი მედდა |