From Wikipedia, the free encyclopedia
ვაიომია ტიუსი (დ. 29 აგვისტო, 1945) — ამერიკელი ყოფილი მძლეოსანი, სპრინტერი და პირველი ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა ოლიმპიური ტიტული 100 მეტრზე სპრინტში (ვაიომიას შემდეგ, ეს გაიმეორეს კარლ ლუისმა, გეილ დევერსმა, შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა, უსეინ ბოლტმა და ელეინ ტომპსონ-ჰერამ).[4]
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
ეროვნება | აფრო-ამერიკელები[1] |
დაბ. თარიღი | 29 აგვისტო, 1945[2] [3] (78 წლის) |
დაბ. ადგილი | Griffin |
სიმაღლე | 172 |
წონა | 61 |
ქვეყანა | აშშ |
ვაიომია ტიუსი გაიზარდა რძის ფერმაში. იგი იყო ოთხი შვილიდან უმცროსი და ოჯახში ერთადერთი გოგონა. ტიუსს მამამ ურჩია სპორტში ჩართვა.[5] საშუალო სკოლაში ტიუსი კალათბურთს თამაშობდა. შემდეგ მან ბედი სიმაღლეზე ხტომაში სცადა, სანამ სპრინტზე გადავიდოდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 1960 წელს ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო კლინიკის ტრეკზე მიიწვიეს.[6] სწორედ ამ წელს გარდაიცვალა ტიუსის მამა. ტიუსის ცხოვრებაში მამის მოდელის როლი შეითავსა ედ ტემპლმა, რომელიც ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი მწვრთნელი გახდა.[5]
ტიუსმა, ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მონაწილეობა მიიღო 1964 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, 19 წლის ასაკში. ღონისძიების დროს მან გაათანაბრა ვილმა რუდოლფის მსოფლიო რეკორდი, რამაც მიიყვანა იგი ფინალამდე მიიყვანა. ფინალში, სადაც მისი მთავარი მეტოქე ამერიკელი ედიტ მაკგუაიერი იყო, იგი ფავორიტად მიიჩნეოდა. ფინალში ტიუსმა მოუგო მაკგუაიერს 0,2 წამით. ამავე ოლიმპიადაზე მან მოიპოვა ვერცხლის მედალი 4 × 100 მ ესტაფეტის გუნდთან ერთად.[4]
მომდევნო წლებში ტიუსმა მოიგო მრავალი ეროვნული ჩემპიონატი სპრინტში და ოქროს მედალი 200 მეტრზე პანამერიკულ თამაშებზე. 1968 წელს იგი დაბრუნდა ოლიმპიადაზე, რათა დაეცვა ტიტული 100 მეტრზე. ფინალში მან დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი (11.08 წმ) და გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული 100 მეტრზე სპრინტში. ტიუსმა ასევე მოიპოვა კვალიფიკაცია 200 მეტრზე ფინალში, რომელშიც მეექვსეადგილი დაიკავა. ესტაფეტის გუნდისთვის ფინალური ეტაპის გარბენისა ტიუსმა ხელი შეუწყო ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარებას და მოიგო მესამე ოქროს მედალი.[4]
რეჟისორმა ბად გრინსპენმა გადაიღო ტიუსი, რომელიც ცეკვავდა ოლიმპიური თამაშების ფინალის სტარტამდე. მოგვიანებით, ინტერვიუს დროს მან თქვა, რომ ეს დამშვიდებაში ეხმარებოდა.
ტიუსი სამოყვარულო სპორტს 1968 წლის ოლიმპიადის შემდეგ ჩამოსცილდა. 1973 წელს იგი მიიწვიეს 55 მეტრზე სარბენად პროფესიონალთა საერთაშორისო ტრეკის ასოციაციის ახალ შეჯიბრებებზე. დაბრუნებიდან პირველ წელს მან მოიგო თვრამეტიდან რვა ღონისძიება. მომდევნო წელს მან მოიგო ყველა ღონისძიება (სულ ოცდაორი რბოლა), რომელშიც მონაწილეობა მიიღო. ტიუსმა განაგრძო ასპარეზობა 1982 წლამდე ამავე დისტანციაზე.[6]
ტიუსმა გააგრძელა მწვრთნელობა ბევერლი ჰილზის საშუალო სკოლაში და იყო ქალთა სპორტის ფონდის დამფუძნებელი წევრი.
რიჩარდ დოუსონის საოჯახო მტრობის ეპოქაში, ტიუსი ოჯახთან ერთად გამოჩნდა (1980). მათ მოიგეს პრიზი 5000$-ის ოდენობით. 1976 წელს ტიუსი შეიყვანეს ჯორჯიის სპორტული დიდების დარბაზში.[7] 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ის იყო თერთმეტი სპორტსმენიდან ერთ-ერთი, რომელსაც გახსნის ცერემონიაზე ოლიმპიურ დროშა ეკავა. 1985 წელს იგი შეიყვანეს აშშ-ის ოლიმპიური დიდების დარბაზში.[8]
1999 წელს მისმა მშობლიურმა ქალაქმა გრიფინმა, ჯორჯიაში, პატივი მიაგო მას ვაიომია ტიუსის ოლიმპიური პარკის გახსნით.[9] 2010 წლის ბრიდერის მსოფლიო თასზე წარმოდგენილი იყო ორი წლის მხიარული სარბოლო ცხენი, რომელსაც მისი სახელი ერქვა.[10] 2018 წელს მან გამოაქვეყნა მემუარები Tigerbelle: Wyomia Tyus-ის ამბავი, თანაავტორ ელიზაბეტ ტერზაკისთან ერთად; ის დეივ ზირინის Edge of Sports სერიის ნაწილია.[11]
ტიუსი გაიზარდა ძირითადად თეთრკანიანთა სამეზობლოში და ადრეულ ასაკში იცოდა მისი რასისა და რასობრივი სეგრეგაციის შესახებ. იგი იძულებული იყო ყოველდღე ერთი საათი ავტობუსით ემგზავრა სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ საფეხმავლო დისტანციაზე ჰქონდა თეთრკანიანების სკოლა.[6] მის სამეზობლოში რასობრივი განხეთქილება ასევე ხელს უშლიდა ტიუსს ეთამაშა თეთრკანიან გოგოებთან, რომლებიც იქვე ცხოვრობდნენ და რადგან უახლოესი შავკანიანი ოჯახი ცხოვრობდა თითქმის ერთი მილის მოშორებით, ტიუსი დროის უმეტეს ნაწილს უთმობდა სპორტს ძმებთან და მეზობელ თეთრკანიან ბიჭებთან ერთად.[6] ასაკის მატებასთან ერთად, მამამისი დაეხმარა იმ იდეის გამყარებაში, რომ მას შეეძლო ყველაფრის მიღწევა ცხოვრებაში, მაგრამ არა შრომისმოყვარეობის გარეშე რასობრივი სტიგმის დასაძლევად.[6]
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ტიუსმა ჩააბარა ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რითაც იგი გახდა თავისი ოჯახიდან პირველი, ვინც კოლეჯში წავიდა.[6] უნივერსიტეტში ყოფნისას ტიუსი იყო Tigerbelles-ის კოლეჯის გუნდის წევრი.[12] ტიუსმა დაიწყო ვარჯიში მწვრთნელთან, ედ ტემპლთან ერთად, თუმცა ცუდმა შეფასებებმა, სწავლის ჩვევებმა და ზოგადად გაკვეთილებისადმი ინტერესის ნაკლებობამ თითქმის გააქრო მისი ვარჯიშის გაგრძელებისა და 1964 წლის ოლიმპიადაზე დასწრების შანსი.[6] მისი აზრით, ტემპლთან ვარჯიში დაეხმარა მას განვითარებასა და წარმატებებში მის სპორტულ, აკადემიურ და პროფესიულ ცხოვრებაში. იგი ვაიომიას ასწავლიდა შრომით პოზიტიური აღიარებისა და იმ პრობლემების შესახებ, რომელიც მოდის შავკანიან სპორტსმენობასთან ერთად.. [6]
1968 წლის დეკემბერში ტიუსი თავის მაშინდელ შეყვარებულთან ერთად ჯორჯიიდან კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მუშაობდა შემცვლელ მასწავლებლად.[6] იგი 1969 წელს დაქორწინდა არტ სიმბურგზე და მუშაობდა მრავალ სამსახურში, სანამ 1971 წელს მასწავლებელი გახდებოდა.[6] ტიუსმა ეს სამსახური დატოვა ერთ წელიწადში, რათა პირველ შვილთან ერთად სახლში დარჩენილიყო.[6] ტიუსის პირველი ქორწინება დასრულდა 1974 წელს და 1978 წელს დაქორწინდა დუან ტილმანზე, რომელთანაც შეეძინა მეორე შვილი, ვაჟი.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.