From Wikipedia, the free encyclopedia
ვასკო-და-გამა (კონკანი वास्को; პორტუგ. და ინგლისური Vasco da Gama, ხშირად შემოკლებით ვასკო) — ქალაქი გოას შტატში ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე. სახელი ეწოდა პორტუგალიელი მოგზაურის ვასკო და გამას პატივსაცემად.[1]
ქალაქი მდებარეობს ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ზუარის პირას, გოას დედაქალაქ პანაჯიდან დაახლოებით 30 კმ-ზე და დაბოლიმის აეროპორტიდან დაახლოებით 5 კმ-ზე.
ვასკო და გამა დაარსდა 1543 წელს. ის პორტუგალიურ ქალაქად რჩებოდა 1961 წლამდე, ვიდრე გოა ინდოეთს არ შეუერთდა. [2]
მორმუგაოს პორტი, რომელიც აშენდა 1888 წელს, ინდოეთის ერთ-ერთი მთავარი პორტია.[3]
ვასკო და გამა, ვიდიგუეირას პირველი გრაფი, პირველი ევროპელი იყო, ვინც ინდოეთის ნაპირებამდე ზღვით მივიდა. მან გოამდე მიაღწია 1524 წლის 11 სექტემბერს, თუმცა სამი თვის შემდეგ კოჩში გარდაიცვალა და საბოლოოდ მისი ნეშტი პორტუგალიაში გადაასვენეს.[4]
ქალაქს ზოგჯერ სამბჰაჯი ნაგარს უწოდებენ. სამბჰაჯი იყო მარათჰას იმპერიის დამაარსებლის შივაჯის უფროსი ვაჟი. რამდენჯერმე იყო მცდელობა, რომ ქალაქისთვის სახელი გადაერქმიათ და ეწოდებინათ სამბჰაჯი ნაგარი ეს აისახა მთავრობის ანგარიშებში. ამასთან, ოფიციალური ჩანაწერი, თუ როდის ერქვა ქალაქს ხსენებული სახელი ვერ მოიძებნა. საბოლოოდ ეს შეთავაზება უარყვეს, როგორც პოლიტიკური ნაბიჯი.[5][6]
ინდოეთის სამხედრო- საზღვაო ფლოტი გოას საზღვაო ზონაში (ბაზა), რომელიც მდებარეობს ვასკოში აკონტროლებს დაბოლიმის აეროპორტს და ფაქტობრივად, მთელ ტურიზმს, რომელზეც დამოკიდებულია გოას ეკონომიკის მდგომარეობა.
2015 წელს მორმუგაოს მუნიციპალურმა საბჭომ (MMC) გადაწყვიტა ქალაქის ცენტრში, მუნიციპალურ ბაზართან მდებარე საათის კოშკის განახლება. 1938 წელს აშენებული კომპლექსი არის არტ დეკორის არქიტექტურის მაგალითი.[7] [8]სარემონტო სამუშაოები დასრულდა 2017 წელს Rajaram and Tarabay Bandekar საქველმოქმედო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. საათი ჩამოიტანეს ნაშიკიდან. [9]
ბოგმალოს სანაპირო მდებარეობს ვასკოდან 8 კილომეტრში. ეს პლაჟი საკმაოდ საშიშია, რადგან აქვს წყალქვეშა დინებები.
ახლომდებარე პლაჟების გარდა, ქალაქი ვასკო მოკლებულია ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს. მნიშვნელოვანი ნაგებობაა 400 წლის Igreja de Santo André (წმინდა ანდრიას ეკლესია), რომელიც ქალაქის შესასვლელში მდებარეობს. ტურისტებს შორის პოპულარულია სამხედრო-საზღვაო ავიაციის მუზეუმი აეროპორტის მახლობლად. ის ერთ-ერთია ინდოეთის სამი სამხედრო-საზღვაო ავიაციის მუზეუმიდან. იგი მოგვითხრობს ინდოეთის საზღვაო ავიაციის ევოლუციისა და ისტორიის შესახებ თვითმფრინავების ექსპონატებისა და იშვიათი ფოტოების საშუალებით.
ვასკო ცნობილია Sri Damodara Bhajani Saptah Fair- ის ყოველწლიური გამოფენით [ რომელიც ტარდება ინდუისტური მთვარის თვეში შრავანში, ნაგ პანჩამის ფესტივალის წინ.[10]
ფეხბურთი ვასკოში ყველაზე პოპულარული სპორტია. საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატში ქალაქის ორი გუნდი მონაწილეობდა.
ტილაკ მეიდანი არის 6000 ადგილიანი საფეხბურთო მოედანი, რომელიც მდებარეობს ქალაქში. სტადიონმა საფეხბურთო ლიგის მატჩებს უმასპინძლა 2013 წლის აპრილში.[11]
ქალაქში ასევე პოპულარული სპორტის სახეობაა კრიკეტი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.