From Wikipedia, the free encyclopedia
ვახტანგ მიხეილის ძე ბალავაძე (დ. 20 ნოემბერი, 1926, სოფ. ღანირი, სამტრედიის რაიონი; — გ. 25 ივლისი, 2018) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე, სამბისტი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1955), საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1971).
პირადი ინფორმაცია | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დაბ. სახელი | ვახტანგ მიხეილის ძე ბალავაძე | ||||||||
ეროვნება | ქართველი | ||||||||
დაბ. თარიღი | 20 ნოემბერი, 1926 | ||||||||
დაბ. ადგილი | ღანირი, სამტრედიის რაიონი, საქართველოს სსრ, ასფსრ, სსრ კავშირი | ||||||||
გარდ. თარიღი | 25 ივლისი, 2018 (91 წლის) | ||||||||
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო | ||||||||
წონა | 73 კგ | ||||||||
სპორტი | |||||||||
ქვეყანა |
სსრ კავშირი საქართველო | ||||||||
სპორტი | ჭიდაობა | ||||||||
სახეობა | თავისუფალი ჭიდაობა | ||||||||
კლუბი |
„ნაუკა“ (თბილისი) „ბურევესტნიკი“ (თბილისი) | ||||||||
მწვრთნელი | მიხეილ თიკანაძე | ||||||||
ჯილდოები |
| ||||||||
|
1951 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, 1956 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1954, ტოკიო). მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 1957 წელს (სტამბოლი). მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის (თეირანი, 1959) და ოლიმპიური თამაშების (მელბურნი, 1956)[1] ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის ხუთგზის (1952, 1953, 1954, 1955, 1957) ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. საბჭოთა კავშირის ხალხთა I და II სპარტაკიადების მეორე პრიზიორი (1956, 59). საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1952) სამბოში. ბუქარესტის ახალგაზდრობის I მსოფლიო ფესტივალის (1953) ჩემპიონი. ბუდაპეშტის (1954),სტოკჰოლმის (1954), გეტებორგის (1954), ესკალსტუნის (შვედეთი, 1954), თეირანის (1957), თავრიზის (1957), ტოლედოს (1958) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. ახასიათებდა ჭიდაობის თავისებური ლაღი, რაინდული სტილი, რისთვისაც საფრანგეთში მას „ჭიდაობის პროფესორი“, ხოლო იაპონიაში „ჩემპიონთა ჩემპიონი“ შეარქვეს. 1960 წლის რომის ოლიმპიადის მონაწილე.
ვახტანგ ბალავაძე არის ავტორი წიგნებისა „ქართველი ფალავნები მსოფლიო და ოლიმპიურ შეჯიბრებებზე“ (1961), „ფალავნები ხალიჩაზე“ (1968). თანაავტორია სახელმძღვანელოებისა „კლასიკური ჭიდაობა“ (1965) და „თავისუფალი ჭიდაობა“ (1970).
დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორი (1957,[2] 1980), ხალხთა მეგობრობის (1976), ღირსების (1996), ვახტანგ გორგასლის II ხარისხის (2002) ორდენებით და სხვადასხვა მედლებით. ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის,დაჯილდოვდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის FILA–ს ოქროს ორდენით (1997). საქართველოში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენით (2006). ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).
ვახტანგ ბალავაძე გარდაიცვალა 2018 წლის 25 ივლისს, 91 წლის ასაკში.[3]
სახეობა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | წონითი კატეგორია | ადგილი |
---|---|---|---|---|
თავისუფალი ჭიდაობა | იაპონია, იოკოჰამა | მსოფლიო ჩემპიონატი 1961 | -73 კგ | |
თავისუფალი ჭიდაობა | ირანი, თეირანი | მსოფლიო ჩემპიონატი 1959 | -73 კგ | |
თავისუფალი ჭიდაობა | თურქეთი, სტამბოლი | მსოფლიო ჩემპიონატი 1957 | -73 კგ | |
თავისუფალი ჭიდაობა | იაპონია, ტოკიო | მსოფლიო ჩემპიონატი 1954 | -73 კგ | |
თავისუფალი ჭიდაობა | ავსტრალია, მელბურნი | ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956 | -73 კგ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.