ველევი
From Wikipedia, the free encyclopedia
ველევი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბეთლევი, კვირიკეწმინდა, შხივანა). მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ველეულის (რიონის აუზი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1200 მეტრი, ამბროლაურიდან 9 კილომეტრი. ველევი წყაროებში იხსენიება XVII საუკუნიდან. სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ეკლესია.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ველევი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარერაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ველევი |
კოორდინატები | 42°27′36″ ჩ. გ. 43°10′57″ ა. გ. |
პირველი ხსენება | XVII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 1200 მ |
მოსახლეობა | 95[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა