ვენესუელის ცენტრალური უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვენესუელის ცენტრალური უნივერსიტეტი (ესპ. Universidad Central de Venezuela) — ვენესუელის მთავარი საჯარო უნივერსიტეტი. მდებარეობს კარაკასში. დაარსდა 1721 წელს და იგი პირველი უნივერსიტეტია ქვეყანაში და ერთ-ერთი უძველესი დასავლეთ ნახევარსფეროში. მისი მთავარი კორპუსი — სიუდად-უნივერსიტარია-დე-კარაკასი (Ciudad Universitaria de Caracas) 2000 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
მისი კურსდამთავრებულია მრავალი პრეზიდენტი, მწერალი, პოეტი, მეწარმე თუ მეცნიერი, რომელთაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს ვენესუელის ისტორიაში.