ვენეციის კარნავალი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვენეციის კარნავალი — კარნავალი იტალიის ქალაქ ვენეციაში. იგი დასაბამს X საუკუნიდან იღებს და ყოველწლიურად, დიდმარხვის დაწყებამდე, 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. მოსახლეობა ნაირგვარ კოსტიუმებსა და ნიღბებში გამოწყობილი მხიარულობს ქალაქის ქუჩებში.