From Wikipedia, the free encyclopedia
Vestel A.Ş. — თურქული ტექნიკის მწარმოებელი კომპანია, რომელიც შედგება 18 კომპანიისგან და სპეციალიზებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე.
დარგი | სამომხმარებლო ელექტრონიკა, საინფორმაციო ტექნოლოგია |
---|---|
დაფუძნდა | 1984 |
სათავო ოფისი | მანისა, თურქეთი |
პროდუქცია | ტელევიზორები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, Digital Signage დისპლეები, სმარტფონები |
შემოსავალი | 9.54 მილიარდი ლირა (2016) |
თანამშრომელი | 15,371 |
საიტი | vestel.com |
ვესტელის შტაბი და საწარმოო ქარხანა მდებარეობს მანისაში, ხოლო კომპანიის მშობელია სტამბულში დაფუძნებული კონგლომერატი Zorlu Holding.
ვესტელი, თავის შვილობილ ბრენდებთან ერთად, ფლობს მნიშვნელოვან წილს სამომხმარებლო ელექტრონიკისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ევროპულ ბაზარზე, კერძოდ ტელევიზორებში. 2006 წლის მონაცემებით, „ვესტელი“ ევროპაში ყველაზე დიდი სატელევიზიო მწარმოებელი იყო, რომელმაც 8 მილიონზე მეტი ტელევიზორი გაყიდა, რაც ევროპის ბაზარზე გაყიდვების მეოთხედი იყო.[1] ვესტელი აგრეთვე ფლობს შვილობილ სავჭრო მარკას Vestfrost, რომელიც აწარმოებს ბიტური ტექნიკის გაყიდვებს ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები. 2014 წელს Vestel-მა დაიწყო სმარტფონების წარმოება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.