From Wikipedia, the free encyclopedia
ვესტერვიკი (შვედ. Västervik) — ქალაქი შვედეთში, კალმარის ლენში, თავისივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 21 140 ადამიანს შეადგენს.[1]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ვესტერვიკი შვედ. Västervik | |||
| |||
ქვეყანა | შვედეთი | ||
კოორდინატები | 57°45′00″ ჩ. გ. 16°38′00″ ა. გ. | ||
ფართობი | 12,92 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 6±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 21 140 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 1 637 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 0490 | ||
ოფიციალური საიტი | https://www.vastervik.se/ | ||
ქალაქი ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და მრავალ ტურისტს იზიდავს, განსაკუთრებით აფროსნობის მოყვარულთ. 1966 წლიდან, სტეგეჰოლმსკის ციხესიმაგრის ნანგრევებში ყოველწლიურად იმართება მუსიკის ფესტივალი.
ქალაქი პირველად 1275 წელს მოიხსენიება, თუმცა ამ დროისათვის იგი თანამედროვე გამლებიუს ადგილას მდებარეობდა, ამჟამინდელ ადგილას კი მხოლოდ 1433 წელს გადაინაცვლა. 1517 წელს ის დანიელებმა გაანადგურეს. შვედეთის მეფე გუსტავ ვაზა ამ ქალაქს განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა და 1548 წელს აქ გემთსაშენი აგებინა. მიეხედავად დანიელებთან ახალი ომისა, ვესტერვიკი მაინც ყვაოდა. მშვიდობიან პერიოდში ქალაქში რამდენიმე ახალი თავდაცვითი ნაგებობა და კიდევ ერთს გემთსაშენი ააგეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.