![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/27/Bundesarchiv_Bild_101I-299-1805-12%252C_Nordfrankreich%252C_Panzer_VI_%2528Tiger_I%2529.jpg/640px-Bundesarchiv_Bild_101I-299-1805-12%252C_Nordfrankreich%252C_Panzer_VI_%2528Tiger_I%2529.jpg&w=640&q=50)
ვეფხვი (ტანკი)
From Wikipedia, the free encyclopedia
Tiger I (ვეფხვი) — მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მძიმე ტანკი, რომლის წარმოება 1942 წელს დაიწყო. ტანკის სრული სახელია Panzerkampfwagen VI Tiger Ausf.E. შექმნილია სპეციალურად საბჭოთა T-34 და KV გასანადგურებლად. Tiger I-ის ადრეულ ვერსიებზე იყენებდნენ 88 მმ-იან ჰაერსაწინააღმდეგო ქვემეხებს, რომელიც ეფექტიანი იყო საჰაერო სამიზნეების, ტანკებისა და სხვა საბრძოლო ტექნიკის წინააღმდეგ.
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვეფხვი (მრავალმნიშვნელოვანი). |
PzKpfw VI «Tiger» "ტიგერ" | |
---|---|
![]() შუცშტაფელის პირველი სატანკო დივიზიის კუთვნილი Tiger I საფრანგეთში. | |
მოდიფიკაცია | |
საბრძოლო წონა, ტ | 56,9 |
ეკიპაჟი, კაცი | 5 ადამიანი |
ისტორია | |
გამოშვების წელი(წლები) | 1942—1944 |
ექსპლუატაციის წელი(წლები) | 1942-1945 |
გამოშვების რაოდენობა | 1,347 |
ძირითადი ოპერატორები |
![]() |
ზომები | |
სიმაღლე, მმ | 2885 |
კლირენსი, მმ | 470 |
ჯავშანი | |
ჯავშნის ტიპი | ფოლადის |
კორპუსის კიჩო, მმ/გრად. | 82 მმ |
კორპუსის კიჩო (ზედა), მმ/გრად | 82 / 8° |
კორპუსის კიჩო (ქვედა), მმ/გრად. | 82 / 48° |
კორპუსის სახურავი, მმ | 28 მმ |
იარაღის ნიღაბი, მმ/გრად. | 90 / 0° |
კოშკურის სახურავი, მმ | 28 მმ |
შეიარაღება | |
ქვემეხის კალიბრი და მარკა | 88-მმ KwK 36 L/56 |
ქვემეხის ტიპი | დახუთხვლულიანი |
ქვემეხის საბრძოლო მარაგი | 92 ჭურვი |
ტყვიამფრქვევები | 2—3 × 7,92-მმ MG-34 |
სხვა შეიარაღება | ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნი ტიპი "S" (ნაღმი ფეთქდება 5-7 მეტრის სიმაღლეზე,ამის შემდეგ სხვადასხვა ნამსხვრევებით აზიანებს ქვეითს.გამოიყენებოდა მხოლოდ ახლო მოქმედებისთვის) |
მობილურობა | |
ძრავის ტიპი | 12 ცილინდრიანი HL230P45 V |
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. | 700 |
სპეციალური სიმძლავრე, ც.ძ. | 11,4 |
საკიდრის ტიპი | ტორსიონული |
მუხლუხების სიგანე, მმ | 725 |
კედლის გადალახვა, მ | 0,79 |
თხრილის გადალახვა, მ | 2,3 |
გუბის გადალახვა, მ | 1,2 |
ომის დროს Tiger I გამოიყენებოდა ყველა ფრონტზე, ამიტომაც დაიყო დამოუკიდებელ „აბტაილუნგებად“ (ბატალიონებად). მიუხედავად ბრძოლაში მისი წარმადობისა, ტანკის დამზადება მოითხოვდა დიდ დროს, ამავდროულად მისი დამზადება ძალიან ძნელი და ძვირი იყო, გარდა ამისა, დაზიანებული ტანკის აღდგენა რთული იყო.
რთული, მრავალბორბლიანი ტრანსმისიის გამო მას ჰქონდა მცირე მოქმედების რადიუსი, უჭირდა თოვლში და ტალახში გადაადგილება, რის გამოც Tiger I ხშირად იჭედებოდა და იყინებოდა. მიუხედავად მანევრირებისა, ტანკი კარგად იყო შეჯავშნული და საშუალო მანძილიდანაც კი ჭირდა მისი განადგურება.
პრობლემის გამოსასწორებლად დაიწყეს მისი მოდერნიზებული ვარიანტის, Tiger II- ის(ცნობილი როგორც თაიგერ–ბ, ან თაიგერ მეორე, აგრეთვე "მეფე–ვეფხვი") წარმოება. ახალ ვერსიას სახელი Tiger ფერდინანდ პორშემ მიანიჭა, ხოლო ლათინური ასოები მოგვიანებით დაემატა.
სულ 1347 ტანკი Pz.VI Ausf.H და Pz.VI E "Tiger" აიწყო 1942-44 წლებში, ხოლო დღესდღეობით ძალიან მცირე რაოდენობით არის შემორჩენილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.