ვილჰელმი (იულიხ-ბერგის ჰერცოგი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ვილჰელმ ფონ იულიხ-ბერგი (გერმ. Wilhelm von Jülich-Berg; დ. 9 იანვარი,1454 ან 1455 — გ. 6 სექტემბერი, 1511) — ბერგისა (ვილჰელმ III-ის სახელით) და იულიხის ჰერცოგი და რავენსბერგის გრაფი (ვილჰელმ IV-ის სახელით) 1475 წლიდან. ჰენგენბახების დინასტიის წარმომადგენელი. ვილჰელმი იყო ჰერცოგ გერჰარდისა და სოფია ფონ საქსენ-ლაუენბურგის შვილი. მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო მისი ტიტულები და სამფლობელოები.
სწრაფი ფაქტები ვილჰელმ ფონ იულიხ-ბერგი, მმართ. დასაწყისი: ...
ვილჰელმ ფონ იულიხ-ბერგი | |
---|---|
იულიხის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1475 |
მმართ. დასასრული: | 1511 |
წინამორბედი: | გერჰარდ I |
მემკვიდრე: | იოჰან III |
ბერგის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1475 |
მმართ. დასასრული: | 1511 |
წინამორბედი: | გერჰარდ II |
მემკვიდრე: | იოჰან III |
რავენსბერგის გრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 1475 |
მმართ. დასასრული: | 1511 |
წინამორბედი: | გერჰარდ II |
მემკვიდრე: | იოჰან III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 9 იანვარი,1454 ან 1455 |
გარდ. თარიღი: | 6 სექტემბერი 1511 |
დახურვა
ვილჰელმი გარდაიცვალა 1511 წელს და მისი სიკვდილით შეწყდა იულიხის დინასტია. მისი მემკვიდრე გახდა იოჰანი, რომელმაც 1521 წელს ასევე მემკვიდრეობით მიიღო კლევის საჰერცოგო და მარკის საგრაფო.