From Wikipedia, the free encyclopedia
ვიტამინი F — ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც საკვებიდან მიიღება. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ამ ჯგუფს მიეკუთვნება არაქიდონის, ლინოლენისა და ლინოლის მჟავები. F ვიტამინის ძირითადი წყაროა ზეითუნის, სელის, კანაფისა და ყაყაჩოს ზეთები, თევზის ქონი, ზოგიერთი მცენარის თესლი, ხმელი ხილი, მიწის თხილი, სოია, ნუში, ავოკადო. F ვიტამინის დაცვისა და მისი მოქმედების გასაძლიერებლად ის ანტიოქსიდანტებთან, B6 ვიტამინსა და თუთიასთან ერთად მიიღება. თავად F ვიტამინი აძლიერებს A, B, D, E ვიტამინების მოქმედებას. ნახშირწყლების ჭარბი მიღება ხელს უშლის F ვიტამინის ათვისებას.[1]
1928 წელს ამერიკელმა ბიოლოგმა ჰერბერტ ევანზმა „ვიტამინი F“ აღმოაჩინა.[2].
ვიტამინი F – არეგულირებს კანის ჯანმრთელობას. მას აქვს უამრავი დადებითი მოქმედება: სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, უჯრედების მდგომარეობის ნორმალიზება, მათი სწრაფი რეგენერაცია, ხელს უწყობს წონის დაკლებას, წვავს ნაჯერ ცხიმებს. კანი იძენს ჯანმრთელ იერსახეს და ხდება უფრო ელასტიური. [3]
F ვიტამინის ნაკლებობა იწვევს იმუნური სისტემის დარღვევას, მხედველობის პრობლემას, ქოლესტერინის დონის აწევას, გულის დაავადებებს, თმების და კანის ხარისხის გაფუჭებას, გამონაყარის და ალერგიული რეაქციების გამოვლენას. [4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.