ვიქტორ ლინდელეფი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიქტორ ლინდელეფი (შვედ. Victor Lindelöf; დ. 31 ოქტომბერი, 1994, ვესტეროსი, შვედეთი) — შვედი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც მცველის პოზიციაზე თამაშობს ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და შვედეთის ეროვნულ ნაკრებში. ძირითადად არის ცენტრალური მცველი, თუმცა მას, ასევე, შეუძლია ითამაშოს მარჯვენა მცველად.[3]
ვიქტორ ლინდელეფი 2017 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ვიქტორ იერგენ ნილსონ ლინდელეფი[1] | ||
დაბადების თარიღი | 17 ივლისი, 1997 (1997-07-17) (26 წლის) | ||
დაბადების ადგილი | ვესტეროსი, შვედეთი | ||
სიმაღლე | 187 სმ[2] | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
ნომერი | 2 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2007-2009 | ვესტეროსი | ||
2012-2013 | ბენფიკა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2009-2011 | ვესტეროსი | 41 | (0) |
2012-2015 | ბენფიკა ბ | 96 | (4) |
2013-2017 | ბენფიკა | 48 | (2) |
2017- | მანჩესტერ იუნაიტედი | 111 | (3) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2010-2011 | შვედეთი 17 წლ. | 5 | (0) |
2012-2013 | შვედეთი 19 წლ. | 17 | (0) |
2014-2015 | შვედეთი 21 წლ. | 13 | (0) |
2016- | შვედეთი | 45 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 18 ივლისი, 2021 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 18 ივლისი, 2021 |
ლინდელეფმა კარიერა დაიწყო შვედეთში „ვესტეროსში“, სადაც მისი დებიუტი შედგა 2010 წლის სექტემბერში. 2011 წლის დეკემბერში, იგი დათანხმდა პორტუგალიურ კლუბ „ბენფიკაში“ გადასვლას, სადაც თავდაპირველად უწევდა კლუბის ახალგაზრდულ და B დონეზე თამაში. პირველ გუნდში დებიუტის შემდეგ, 2013 წლის სექტემბერში, მან კლუბში განაგრძო B დონეზე ასპარეზობა. მან ბენფიკასთან ერთად პრემიერ ლიგის სამი ტიტული მოიპოვა. ლინდელეფი 2017 წლის ივლისში „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუერთდა.
ლინდელეფი წარმოადგენდა შვედეთს 17 წლამდე, 19 წლამდე, 21 წლამდე ასაკის და ეროვნული ნაკრების დონეზე. იგი იყო 21 წლამდე ასაკის გუნდის წევრი, რომელმაც მოიგო 2015 წლის უეფას ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი. მისი საერთაშორისო დებიუტი ეროვნულ გუნდში 2016 წლის მარტში შედგა. ის თავის ქვეყანას წარმოადგენდა უეფას ევრო 2016-სა და 2018 წლის ფიფას მსოფლიო თასზე.