ვომბატისებრნი
ძუძუმწოვართა ოჯახი ჩანთოსნების რიგისა / From Wikipedia, the free encyclopedia
ვომბატისებრნი (ლათ. Vombatidae) — ძუძუმწოვართა ოჯახი ჩანთოსნების რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა დაახლოებით 1 მ, წონა — 40 კგ. გავრცელებული არიან ავსტრალიასა და კუნძულ ტასმანიაზე. ცნობილია 2 გვარი: Vombatus და Lasiorhinus. ბინადრობენ უმთავრესად ტყეებში, პატარ-პატარა ჯგუფებად. იკვებებიან ბალახით, ზოგჯერ ჭამენ ხის ქერქსა და ფესვებს, სოკოებს. შობენ 2-3 ნაშიერს. ადგილობრივი მოსახლეობა ბეწვისათვის ანადგურებს.
სწრაფი ფაქტები ვომბატისებრნი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ვომბატისებრნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Vombatus ursinus | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Vombatidae (Burnett, 1830 | |||||||||||||
|
დახურვა