From Wikipedia, the free encyclopedia
ვორსკლა (რუს. და უკრ. Ворскла) — მდინარე რუსეთსა და უკრაინაში, დნეპრის მარცხენა შენაკადი. ჩაედინება კამენსკოეს წყალსაცავში. სიგრძე 464 კმ, აუზის ფართობი 14,7 ათ. კმ². სათავეს იღებს შუა რუსეთის მაღლობის დასავლეთ კალთებზე. კალაპოტში უხვადაა ჩქერები და ცელები. ფართო ჭალა ძირითადად უკავია ველებს, რომლებიც ენაცვლება ფოთლოვან ტყეებსა და, ზოგჯერ, ნამდინარევებსა და ჭაობებს. ძირითადად იკვებება თოვლის წყლით. საშუალო წლიური ხარჯია 28,5 მ³/წმ. გაყინულია ნოემბრის ბოლოდან – დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე. მთავარი შენაკადებია: მერლა, კოლომაკი (მარცხენა), ვორსკლიცა (მარჯვენა). ვორსკლი აუზშია 451 ტბა და წყალსაცავი, მათი საერთო ფართობია 22,8 კმ²; მარჯვენა ნაპირზეა ნაკრძალი „ტყე ვორსკლაზე“. მდინარეზეა ქალაქები: გრაივორონი (რუსეთი), პოლტავა, კობელიაკი (უკრაინა).[1]
ინგულეცი რუს. და უკრ. Ворскла | |
---|---|
მდინარე პოლტავაში | |
ქვეყანა |
რუსეთი უკრაინა |
ტერიტორიული ერთეულები |
სუმის ოლქი, პოლტავის ოლქი |
ქალაქები | გრაივორონი, პოლტავა, კობელიაკი |
სათავე | 50°54′31″ ჩ. გ. 36°26′55″ ა. გ. |
შესართავი |
კამენსკოეს წყალსაცავი 48°54′05″ ჩ. გ. 34°07′02″ ა. გ. |
სიგრძე | 464 კმ |
აუზის ფართობი | 14,7 ათ. კმ² |
მდინარის სისტემა | კამენსკოეს წყალსაცავი → დნეპრი → შავი ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 28,5 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ინგულეცი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.