ზანდარაკი
უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ზანდარაკი, რკინის ჯვარი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ეგრისის ქედის დასავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2755 მ. ზანდარაკის მიდამო აგებულია ბაიოსური პორფირიტების, ტუფ-ბრექჩიების, ტუფ-კონგლომერატებისა და ტუფ-ქვიშაქვებისაგან. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. ზანდარაკის უღელტეხილი აკავშირებს მდინარეების მაგანისა (ენგურის მარცხენა შენაკადი) და თხეიშის (ხაიშურის ერთ-ერთი მდგენელი) ხეობებს.
სწრაფი ფაქტები ზანდარაკი ...
ზანდარაკი | |
---|---|
კოორდინატები: 42°50′36″ ჩ. გ. 42°09′20″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2755 მ |
ქედი | ეგრისის ქედი |
აკავშირებს | მაგანისა და თხეიშის ხეობებს |
ამგებელი ქანები | ბაიოსური პორფირიტი, ტუფ-ბრექჩია, ტუფ-კონგლომერატი და ტუფ-ქვიშაქვა |
დახურვა