ზედა ღვარდია
From Wikipedia, the free encyclopedia
ზედა ღვარდია — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ცახის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 27 კილომეტრი.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ზედა ღვარდია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარერაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ცახი |
კოორდინატები | 42°32′03″ ჩ. გ. 42°52′52″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 700 მ |
მოსახლეობა | 42[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა
ზედა ღვარდია ძველად სოფელ ღვარდიის ნაწილი იყო, შემდეგ ცალკე გამოეყო. წყაროებში XVI საუკუნის II ნახევრიდან იხსენიება ზეღვარდიის სახელწოდებით.