From Wikipedia, the free encyclopedia
ზეირექის მეჩეთი (თურქ. Zeyrek Camii) იგივე პანტოკრატორის მონასტერი (ბერძ. Μονή του Παντοκράτορος Χριστού, თურქ. Pantokrator Manastırı) — მეჩეთი სტამბოლის ფათიჰის რაიონში, გადაჰყურებს ოქროს რქას. იგი შედგება ორი ყოფილი ბიზანტიური ეკლესიისა და სამლოცველოსაგან, რომლებიც გაერთიანებულია და წარმოადგენს შუა ბიზანტიური არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშს კონსტანტინოპოლში. აია-სოფიას შემდეგ, ეს არის ყველაზე დიდი ბიზანტიური რელიგიური ნაგებობა სტამბოლში.[1]
ზეირექის მეჩეთი | |
ზეირექის მეჩეთი, იგივე პანტოკრატორის მონასტერი | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°01′11″ ჩ. გ. 28°57′26″ ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | ისლამი |
ქვეყანა | თურქეთი |
ადგილმდებარეობა | სტამბოლი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
ხუროთმოძღვრული ტიპი | მეჩეთი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ბიზანტიური არქიტექტურა |
თარიღდება | 1136 |
დეტალები | |
მასალა | აგური |
1118-1124 წლებში ბიზანტიის დედოფალმა ირინე უნგრელმა ამ ადგილას ააგო მონასტერი ქრისტე პანტოკრატორის სახელზე. მონასტერი შედგებოდა ეკლესიისგან (რომელიც გახდა მონასტრის მთავარი ეკლესია), ბიბლიოთეკისა და ჰოსპიტალისაგან.
ირინე დედოფლის გარდაცვალების, ანუ 1134 წლის შემდეგ იმპერატორმა იოანე II კომნენოსმა ააგო ღვთისმშობლის ეკლესია არსებული ეკლესიის ჩრდილოეთით. 1136 წლისთვის კომპლექსს დაემატა სამხრეთი ეზო და ორი სამლოცველი მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე, რომელიც გახდა კომნენოსებისა და პალეოლოგოსების დინასტიის მავზოლეუმი. მრავალი სხვა ბიზანტიელი დიდებულის გარდა, აქ დაკრძალულია იმპერატორი იოანე II და მისი ცოლი ირინე და მანუელ I კომნენოსის ცოლი დედოფალი ბერტა ზულცბახელი (ასევე ცნობილი როგორც ირინე).
1204 წლის მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, ლათინთა ბატონობის პერიოდში კომპლექსი ვენეციელი სამღვდელოების ხელში გადავიდა და აქ განთავსდა ღვთისმშობლის ხატი ოდიგიტრია. მონასტერს ლათინთა უკანასკნელი იმპერატორი ბოდუენ II საიმპერატორო სასახლედაც იყენებდა.
პალეოლოგოსების რესტავრაციის შემდეგ მონასტერი კვლავ მართლმადიდებელი ბერების ხელში გადავიდა. მათგან ყველაზე ცნობილი იყო გენადი II სქოლარიოსი, რომელმაც დატოვა პანტოკრატორის მონასტერი და კონსტანტინოპოლის პირველი პატრიარქი გახდა 1453 წელს ოსმალთა დაპყრობის შემდეგ.
კონსტანტინოპოლის დაცემიდან მალევე, მთავარი ეკლესია მეჩეთად გადაკეთდა, ხოლო მონასტერში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მედრესე ფუნქციონირებდა. ოსმალებმა მას მოლა ზეირექის სახელი უწოდეს, აღნიშნული პიროვნება მედრესეში ასწავლიდა. 1471 წელს ფათიჰის კომპლექსში მედრესეს გახსნის შემდეგ, მუსლიმმა სტუდენტებმა მიატოვეს ზეირეკი და ოდესღაც სკოლის მიერ დაკავებული ოთახები გაქრა.
XXI საუკუნის დასაწყისისთვის შენობა ძალიან დაზიანებული, რის შედეგადაც იგი იუნესკომ საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების საკონტროლო სიაში შეიყვანა. ვრცელი და ზოგჯერ საკამათო რესტავრაცია დასრულდა და მეჩეთი კვლავ გაიხსნა ლოცვისათვის.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.