მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, შიდა ქართლის მხარესა და ჩრდილოეთ ოსეთში From Wikipedia, the free encyclopedia
ზეკარა, ზიკარი, ზიკარა — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე ქეშელთის (ლიახვის სისტემა) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3828 მ. აგებულია ზედაიურული ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. კალთები ციცაბოა, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთით ცირკული მყინვარებია. განვითარებულია სუბნივალური ლანდშაფტი.
ზეკარა | |
---|---|
კოორდინატები: 42°33′54″ ჩ. გ. 43°56′43″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 3828 მ |
ქედი | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვა და თიხაფიქალი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.