აზერბაიჯანელი სნაიპერი From Wikipedia, the free encyclopedia
ზიბა ფაშა კზი განიევა (აზერ. Qəniyeva Zibə Paşa qızı; დ. 20 აგვისტო 1923, შემახა, აზერბაიჯანი — გ. 2010, მოსკოვი,[1] რუსეთი) — აზერბაიჯანელი სნაიპერი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რადიო ოპერატორი და ჯაშუში. ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი აზერბაიჯანელი ქალი-სნაიპერი.[2] დაჯილდოვდა წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, „მოსკოვის თავდაცვის“ და I ხარისხის სამამულო ომის ორდენით. 1941 წლის 7 ნოემბერს, მოსკოვის კომუნისტური დივიზიის მე-3 ნაწილის შემადგენლობაში მონაწილეობდა წითელ მოედანზე აღლუმზე. მის ანგარიშზეა 129 მოკლული მტრის ჯარისკაცი.[3]
ზიბა განიევა | |||||
---|---|---|---|---|---|
Zibə Qəniyeva | |||||
ეროვნება | აზერბაიჯანელი | ||||
დაბადების თარიღი | 20 აგვისტო 1923 | ||||
დაბადების ადგილი | შემახა აზერბაიჯანი | ||||
გარდაცვალების თარიღი | 2010 (86-87 წლის) | ||||
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი რუსეთი | ||||
კუთვნილება | სსრკ | ||||
ჯარის სახეობა | სახმელეთო | ||||
სამხედრო სამსახურის წლები | 1941-1943 | ||||
წოდება | უმცროსი ლეიტენანტი | ||||
ბრძოლები/ომები | მეორე მსოფლიო ომი | ||||
ჯილდოები |
|
ზიბა განიევა დაიბადა 1923 წლის 20 აგვისტოს აზერბაიჯანის ქალაქ შემახაში. ზიბას მამა აზერბაიჯანელი, დედა უზბეკი იყო. 14 წლის ასაკში გოგო ობოლი ხდება, როდესაც მშობლები ცოცხალი ჰყავს. 1937 წელს, ზიბას დედა სტალინის რეპრესიების მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი მამა - ფაშა განიევი, იძულებული გახდა უარი ეთქვა თავის ქალიშვილზე, რომ იგი გადაერჩინა.[3] იმავე წელს, ზიბა წავიდა ტაშკენტში, სადაც ის სასწავლებლად უზბეკეთის ფილარმონიის ქორეოგრაფიულ განყოფილებაში ჩააბარა. 1940 წელს, ზიბა გადმოდის მოსკოვში, სადაც შედის რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. უკვე, როგორც ლუნაჩარსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტი, ომის პირველ დღეებში, როგორც ასობით ათასი საბჭოთა სტუდენტი, ისიც მოხალისედ ჩაეწერა ფრონტზე. განიევას აგზავნიან მოკლევადიან კურსებზე, რომ შეისწავლოს ავტომატით სარგებლობა და სნაიპერული შაშხანიდან სროლა, ასევე ეცნობა დაზვერვის ხელოვნებას. 1941 წლის 7 ნოემბერს, მოსკოვის კომუნისტური დივიზიის მე-3 ნაწილის შემადგენლობაში მონაწილეობს წითელ მოედანზე აღლუმზე, რომლის დამთავრების შემდეგ პირდაპირ ფრონტზე მიდის.
1941 წლის 16 ოქტომბრიდან განიევა გახდა რკკა-ს (მუშა-გლეხთა წითელი არმია) წევრი. გაწვევის ადგილი – მოსკოვის ოლქის ქ. მოსკოვის კრასნოპრესენკის რაიონი.[4] იბრძოდა ლენინგრადის და ჩრდილო-დასავლეთის ფრონტზე. როგორც რადიო ოპერატორი, 16-ჯერ გადავიდა სადაზვერვოდ ფრონტის ხაზი, საიდანაც რაციით გადმოსცა მტრის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.[5] დივიზიის ერთ-ერთ საუკეთესო სნაიპერად ითვლებოდა.[6]
1941 წლის ოქტომბერში, ზაბა ხდება მოსკოვის კომუნისტური დივიზიის მე-3 ნაწილის მსროლელი, სადაც აუმჯობესებს სნაიპერის უნარს. 1942 წლის იანვარში მოსკოვის კომუნისტური დივიზიის მე-3 ნაწილის ბაზაზე იქმნება 130-ე ქვეითი დივიზია. იმავე წლის გაზაფხულზე, დივიზიის შემადგენლობაში ჩამოდის ჩრდილო-დასავლეთის ფრონტზე და იღებს საბრძოლო მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას. თავის მეგობარ კომსომოლ ნინა სოლოვეითან ერთად, ზიბა გახდა დივიზიაში სასნაიპერო ბრიგადის შექმნის.[7] 1942 წლის 12 აპრილიდან 23 მაისამდე, 151-ე ქვეითი დივიზიის შემადგენლობაში ზიბამ ლენინგრადის ოლქში 20 გერმანელი სამხედრო მოკლა, მათ შორის ორი ოფიცერი. სრული სამხედრო სამსახურის მანძილზე გაანადგურა 129 ოკუპანტი.
1942 წლის 23 მაისს, ლენინგრადის ილქის მოლტოვიცკოს რაიონის სოფელ ვრაგოვოს ბრძოლისას, ზიბა განიევამ გმირობა ჩაიდინა. უფროსობისგან ბრძანების თანახმად, რომელიც შეიცავდა გარმანული გარნიზონის განადგურებას სოფ. ვრაგოვოსთან, განიევამ სოფლის აღმოსავლეთიდ სტრატეგიული აღმართი დაიკავა. როდესაც სატანკო თავდასხმის შედეგად გერმანელები დაიწყეს სოფლიდან უკან დახევას, განიევამ 9 კაციანი ჯგუფი შექმნა და წამოიწყო სასნაიპერო ცეცხლი გერმანელების წინააღმდეგ. თვითონ ზიბამ წინ წამოეწია და 6 გერმანელი მოკლა. ამ დროს უმცროსი ლეიტენანტის მარჩენკოს მეთაურობით ოპერატიული ჯგუფი უკვე სოფელში იმყოფებოდა. შემდეგ მარჩენკომ განიევას სთხოვა საცეცხლო მხარდაჭერა. განიევა უფროსობისგან ბრძანების მიღების მომენტში, შეკრიბა 15 კაციანი ჯგუფი და წავიდა მარჩენკოს დასახმარებლად. გზად სოფელში, ჯგუფი ავტომატიდან ცეცხლის ქვეშ მოექცა. განიევამ კიდევ ერთ მებრძოლთან ერთად შემოუარა შენობას, საიდან ისროდნენ, და მოკლა მტერი. ამ დროს, იწყება ძლიერი სროლა ნაღმტყორცნებიდან, რის შედეგადაც განიევა დაიჭრა. მაგრამ იმ დროისთვის მარჩენკოს ჯგუფი მოაღწია და ერთობლივი ძალებით შეუტიეს გერმანელებს.[8]
მძიმე დაჭრილობით განიევამ ჰოსპიტალში 11 თვე გაატარა. ამ დროის მანძილზე მას უვლიდა რუსი ექთანი მარია ფედეროვნა, რომელიც მიხეილ კალინინის პოსტის მემკვიდრის, ნიკოლოზ შვერნიკის მეუღლეა. 11 თვის შემდეგ მარიამ ზიბა განიევა შვილად იაყვანა.[9]
სამხედრო წვლილისთვის განიევამ სხვადასხვა ორდენი მიიღო.[10]
ომის შემდეგ განიევამ ცნობილ აზერბაიჯანელ დიპლომატს ტოფიკ კადიროვს გაყვა ცოლად, რომელიც იმ მომენტისთვის სსრკ-ს ელჩი იყო თურქეთში. შემდეგ განიევამ ქმართან ერთად მოსკოვში დაბრუნდა საცხოვრებლად.[11] მათ ეყოლათ ვაჟიშვილი - მარათ კადიროვი.[12] განიევა დაკავდა ისტორიით და გახდა აღმოსავლეთმცოდნე, შემდეგ პროფესორად და ბოლოს ფილოლოგიური მეცნიერების კანდიდატი.[13]
განიევა გადაიღეს ფილმში «Тахир и Зухра» (თაჰირი და ზუჰრა), სადაც ითამაშა სპარსელი შაჰინშაჰის როლი.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.