ზიტა დე ბურბონ-პარმელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ზიტა დე ბურბონ-პარმელი (იტალ. Zita di Borbone-Parma, გერმ. Zita von Bourbon-Parma; დ. 9 მაისი, 1892 — გ. 14 მარტი, 1989) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი[1]. ავსტრია-უნგრეთის უკანასკნელი იმპერატრიცა როგორც კარლ I-ის მეუღლე. გარდა საკუთრივ ავსტრიისა და უნგრეთისა, იგი ასევე ფლობდა სხვა მრავალი სახელმწიფოს მონარქის წოდებას[2].
ზიტა დე ბურბონ-პარმელი | |
---|---|
იმპერატრიცა ზიტა თავისი კორონაციის დღეს უნგრეთში, 1916 წელი | |
ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა | |
კორონაცია: | 30 დეკემბერი, 1916, ბუდაპეშტი |
მმართ. დასაწყისი: | 21 ნოემბერი, 1916 |
მმართ. დასასრული: | 11 ნოემბერი, 1918 |
წინამორბედი: | ელისაბედ ბავარიელი |
მემკვიდრე: | მონარქია გაუქმდა, იმპერია დაიშალა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 9 მაისი, 1892 |
დაბ. ადგილი: | ტოსკანა, იტალიის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 14 მარტი, 1989, (96 წლის) |
გარდ. ადგილი: | გრაუბიუნდენი, შვეიცარიის კონფედერაცია |
დაკრძ. ადგილი: | 1 აპრილი, 1939, ვენა, ავსტრია |
მეუღლე: |
კარლ I, ავსტრიის იმპერატორი (ქ. 1911 - გარდ. 1922) |
შვილები: |
ოტო, ავსტრიის კრონპრინცი ადელჰეიდი რობერტი, ავსტრია-ესტეს ჰერცოგი ფელიქსი კარლ ლუდვიგი რუდოლფი კარლოტა, მეკლენბურგ-შტრელიცის ჰერცოგინია ელიზაბეთი |
სრული სახელი: | ზიტა მარია დელე გრაციე ადელგონდა რაფაელა გაბრიელა ჯუზეპინა ანტონია ლუიზა აგნესა დე ბურბონ-პარმელი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | რობერტო I, პარმის ჰერცოგი |
დედა: | მარია ანტონია პორტუგალიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
იგი იყო პარმის ჰერცოგ რობერტო I-ისა და მისი მეორე ცოლის, მარია ანტონია პორტუგალიელის ასული. მისი ნახევარ-და იყო ბულგარეთის ცარიცა მარია ლუიზა დე ბურბონ-პარმელი. 1909 წელს ზიტა ავსტრიის ტახტის რიგით მეორე მემკვიდრეზე დაინიშნა, 1911 წელს კი ცოლად გაჰყვა ავსტრიის ერცჰერცოგ კარლს, რომელთანაც რვა შვილი შეეძინა. 1914 წელს, კარლის ბიძაშვილის, ფრანც ფერდინანდის მკვლელობის შემდეგ[3] ისინი ავსტრიის ტახტის პირველი მემკვიდრეები ხდებიან, თუმცა ამ ამბავს ასევე პირველი მსოფლიო ომის დაწყებაც მოჰყვა. კარლ I იმპერატორი მხოლოდ 1916 წელს, იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის დაღუპვის შემდეგ გახდა, თუმცა ამ დროს ავსტრია უკვე დასუსტებული და დაშლის პირას მდგარი იმპერია იყო.
1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულებასთან ერთად ავსტრია-უნგრეთის იმპერია დაიშალა, კარლი კი იძულებით გადააყენეს ტახტიდან, რის შემდეგაც გერმანული ავსტრიის რესპუბლიკა დამყარდა. ამის შემდეგ ზიტა და კარლი ჯერ დიდ ბრიტანეშთი, შემდეგ კი უნგრეთში გაიქცნენ, სადაც თავიანთი პოზიციების აღდგენას ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ. უნგრეთიდან გაძევების შემდეგ ისინი პორტუგალიაში გაიქცნენ, სადაც 1922 წელს 34 წლის კარლი გარდაიცვალა. 29 წლის დაქვრივებულ ზიტას, არასდროს უფიქრია მეორედ გათხოვება. დაქვრივების შემდეგ იგი ესპანეთში გადასახლდა, სადაც ექვსი წელი ცხოვრობდა ალფონსო XIII-ის მფარველობაში, რის შემდეგაც იგი ბელგიაში დასახლდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად ზიტა თავის შვილებთან ერთად ამერიკაში გაიქცა, საიდანაც მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნდა ევროპას, სადაც იგი შვეიცარიაში დასახლდა და აქვე გარდაიცვალა.
2009 წელს რომის პაპმა ზიტა და მისი ქმარი წმინდანებად შერაცხა, მისი ხსენების დღეა 21 ოქტომბერი.