ზონდის სრუტის ცუნამი (2018)
From Wikipedia, the free encyclopedia
ზონდის სრუტის ცუნამი — სტიქიური უბედურება, ცუნამი, რომელიც თავს დაატყდა ზონდის სრუტის სანაპიროზე მდებარე ბანტენისა და ლიმპუნგის პროვინციებს (ინდონეზია) 2018 წლის 22 დეკემბერს. გამომწვევი მიზეზი გახდა ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევა, რამაც გამოიწვია მიწისქვეშა მეწყერი და საბოლოოდ მასიური ტალღის წარმოქმნა.[2] სულ მცირე 429 ადამიანი დაიღუპა, 1459 დაშავდა, ხოლო 150 დაკარგულად ითვლება.[1][3] 23 დეკემბერს აღმოჩნდა, რომ იმ კუნძულის დიდი ნაწილი, სადაც ვულკანი მდებარეობს, ზღვაში ჩაიშალა.[4]
სწრაფი ფაქტები თარიღი, დრო ...
ცუნამის ტალღის დარტყმის ადგილები | |
თარიღი | 22 დეკემბერი, 2018 |
---|---|
დრო | ადგილობრივი დროით 21:27 (14:27 UTC) |
ადგილი | ზონდის სრუტე, ინდონეზია |
კოორდინატები | 6.103° ს. გ. 105.423° ა. გ. / -6.103; 105.423 |
მიზეზი | კრაკატაუს ამოფრქვევა |
გარდაცვალებები | 429 |
ტრავმები | 1 459[1] |
დაკარგულები | 150[1] |
დახურვა