ზორა ნიელ ჰიურსტონი
ამერიკელი ფოლკლორისტი და რომანისტი / From Wikipedia, the free encyclopedia
ზორა ნიელ ჰიურსტონი (7 იანვარი, 1891[26]:17[27]:5 — 28 იანვარი, 1960) — ამერიკელი ავტორი, ანთროპოლოგი და ფილმების გადამღები. ჰიურსტონმა XX საუკუნის ადრეულ პერიოდში აშშ-ის სამხრეთში რასობრივი ბრძოლა ასახა და ჰუდუს შესახებ კვლევა გამოსცა.[28] მის ოთხ რომანს შორის ყველაზე ცნობილია Their Eyes Were Watching God, რომელიც 1937 წელს გამოქვეყნა. ეკუთვნის 50-ე მეტი მოთხრობა, პიესა და ესე.
დაბადების თარიღი | 7 იანვარი, 1891(1891-01-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
---|---|
დაბადების ადგილი | Notasulga, ალაბამა, აშშ |
გარდაცვალების თარიღი | 28 იანვარი, 1960(1960-01-28)[2] [3] [4] [5] [6] [11] [7] [8] [9] [10] (69 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Fort Pierce, ფლორიდა, აშშ |
დასაფლავებულია | Garden of Heavenly Rest Cemetery[6] [12] [13] |
საქმიანობა | ანთროპოლოგი[14] [15] , ისტორიკოსი, რომანისტი[14] , მწერალი[14] [16] , ჟურნალისტი, ფოლკლორისტი[14] , ადამიანების უფლებადამცველი, დრამატურგი[17] და კინორეჟისორი |
ენა | ინგლისური ენა |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები[17] [18] [19] [20] |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | ჰოვარდის უნივერსიტეტი[14] , კოლუმბიის უნივერსიტეტი[14] [21] და ბერნარდის კოლეჯი[22] [21] |
Magnum opus | Their Eyes Were Watching God[23] |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[24] , ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[25] , ფლორიდის ქალთა დიდების დარბაზი, Florida Artists Hall of Fame, ენისფილდ-ვულფის წიგნის პრემია და გუგენჰაიმის სტიპენდია[24] |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
საიტი | zoranealehurston.com |
ჰიურსტონი ალაბამაში, ნოტასულგაში დაიბადა, შემდეგ კი 1894 წელს ოჯახთან ერთად ისტონვილში გადავიდა. შემდეგში მის მოთხრობებში ხშირად სამოქმედო ადგილად ისტონვილს იყენებდა. კარიერის დასაწყისში ბარნარდის ჯოლეჯსა და კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლისას ჰიურსტონი ანთროპოლოგიურ და ეთნოლოგიურ კვლევებს აწარმოებდა. მას აფრო-ამერიკული და კარიბების ფოლკლორი აინტერესებდა.
ჰიურსტონი თანამედროვე საკითხების შესახებაც წერდა და ჰარლემის რენესანსის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად იქცა. მისი მოთხრობები, რომლებშიც აფრო-ამერიკული გამოცდილებიდან დანახული რასობრივი დაყოფაა ასახული, ისეთ ანთოლოგიებში დაიბეჭდა, როგორებიც The New Negro და Fire!! იყო.[29] ფლორიდაში დაბრუნების შემდეგ ჰიურსტონმა დაწერა და გამოაქვეყნა ლიტერატურული ანთროპოლოგია ჩრდილოეთ ფლორიდის აფრო-ამერიკულ ფოლკლორზე (1935) და სამი რომანი: Jonah's Gourd Vine (1934), Their Eyes Were Watching God (1937) და Moses, Man Of the Mountain (1939). იამაიკასა და ჰაიტიში რიტუალების კვლევის შედეგები ჰიურსტონმა ნაშრომში Tell My Horse: Voodoo and Life in Haiti and Jamaica ასახა.
ჰიურსტონის ნაშრომებში ასახულია როგორც აფრო-ამერიკული გამოცდილება, ისე აფრო-ამერიკელ ქალთა ბრძოლა. ათწლეულების მანძილზე მისი რომანები ლიტერატურულ სამყაროში შედარებით ნაკლებად იყო აღიარებული. ჰიურსტონის მიმართ ინტერესი 1975 წლის შემდეგ გაღვივდა, როდესაც ელის უოლკერმა გამოაქვეყნა სტატია „ზორა ნილ ჰიურსტონის ძიებაში“. ჰიურსტონის ნაშრომი „Every Tongye Got to Congess“, ხალხური გადმოცემების კრებული, რომელიც ავტორმა 1920-იან წლებში შეკრიბა, მისი გარდაცვალების შემდეგ, 2001 წელს გამოიცა, მას შემდეგ, რაც ის სმითსონიანის არქივში აღმოაჩინეს. მისი არამხატვრული წიგნი „Barracoon: The Story of the Last „Black Cargo““, რომელშიც კუდჯო ლუისის (კოსოლა) შესახებაა მოთხრობილი, ჰიურსტონის გარდაცვალების შემდეგ, 2018 წელს გამოიცა.