From Wikipedia, the free encyclopedia
ზუევის სახელობის კულტურის სახლი ან ზუევის სახელობის პროფკავშირის კუმუნალური მოსამსახურეების კლუბი (რუს. Дом культуры имени Зуева (или Клуб профсоюзов коммунальников имени Зуева)) — კულტურის სახლის შენობა მოსკოვში, მდებარეობს ლესნოის ქუჩაზე. მსოფლიოში კონსტრუქტივიზმის მიმდინარეობის ერთ-ერთი ნათელი და ცნობილი ძეგლი.[1] აშენებულია 1927—1929 წლებში, არქიტექტორ ილია გოლოსოვის პროექტის მიხედვით და ატარებს 1905 წლის რევოლუციის მონაწილის სახელს, რომელიც ტრამვაის პარკის ხელოსანი სერგეი ზუევი იყო. კულტურის სახლის ტერიტორიაზე მოქმედებს თეატრები, მათ შორის „კვარტეტ ი“ და „სხვა თეატრი“.
ზუევის სახელობის კულტურის სახლი Дом культуры имени Зуева | |
---|---|
კოორდინატები | 55.779167° ჩ. გ. 37.59° ა. გ. |
მდებარეობა | მოსკოვი, რუსეთი |
არქიტექტორი | ილია გოლოსოვი |
მოქანდაკე | ილია გოლოსოვი |
სტილი | კონსტრუქტივიზმი |
დაწყების თარიღი | 1927 |
დასრულების თარიღი | 1929 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
კულტურის სახლის პროექტი არქიტექტორ ილია გოლოსოვის მიერ შემუშავდა. გაიხსნა შედგა 1930 წლის 4 თებერვალს.[2] არქიტექტორის იდეის მიხედვით, კულტურის სახლის გარე იერსახე უნდა ასოცირებულიყო ტექნიკის სამყაროსთან.[3] მშენებლობის დასაწყისი დაემთხვა ოქტომბრის რევოლუციის 10 წლისთავს და დამთავრდა 1929 წლის აგვისტოში. თავისი სახელწოდება, კულტურის სახლმა მიიღო სერგეი ზუევის საპატიოდ, რომელიც ტრამვაის პარკში ხელოსანი და შემდგომში მისი ხელმძღვანელი იყო, რომელიც შემდგომში, როგორც 1905 წლის რევოლუციის მონაწილე დასაჯეს.[4][5][6]
საბჭოთა დროს, კულტურის სახლში ვ. ვ. კნიპერის თეატრალური სტუდია და მასთან არსებული საბავშვო სატირული თეატრი „Ёж “ იყო განლაგებული.[7][8]
1998 წლიდან, კულტურის სახლი „კვარტეტ ი“-ს ძირითადი თეატრალური მოედანია. 1990-იანი წლების ბოლოს, კულტურის სახლის დიდი დარბაზი თითქმის სამჯერ დიდი იყო, ვიდრე რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის თეატრის დარბაზი.[9]
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, პირველი ათწლეული უნდა დაეკმაყოფილებინა ახალი დროის გამოწვევები. ყველაზე ნათლად ეს ტენდენციები გამოჩნდა კულტურის სახლის შენობებზე — წინათ, რუს არქიტექტორებს არ უკვეთავდნენ საზოგადოებრივი შენობების აშენებას, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა, როგორც პოლიტიკური, ისე კულტურული ღონისძიებებისთვის. ეპოქის დინამიური ხასიათი პრინციპულად ახალ არქიტექტურულ გადაწყვეტილებებში გამოჩნდა.
კუბიზმის გავლენით დაბადებული კულტურის სახლი, აშენებულია ასიმეტრიულად სწორად დალაგებული გეომეტრიული სხეულების საფუძველზე. შენობის კომპოზიციური ცენტრია ვერტიკალურად მოშუშებული ცილინდრი, რომელზეც აწყობილია მთელი დიდ ფანჯრებიანი კორპუსი. შენობის კუთხეში, ცილინდრის შიგნით, მდებარეობს სადარბაზო.[4][5] „შიდა მოძრაობა ვერტიკალური ცილინდრის ფორმის, როგორღაც გაუძლო ჰორიზონტალური ფორმის სიმძიმეს და გამოვიდა თავისუფლებაზე. ცილინდრის ზედა წვრილი ფილა უკვე არ აღიქმება, როგორც მოძრაობის შემაფერხებელი, ის პირიქით, ხაზს უსვამს ფორმას“.[10]
კლუბს გააჩნია ორი დარბაზი: დიდი, რომელიც გათვლილია 950 ადგილზე და მცირე, 285 ადილიანი. იმის მიუხედავად, რომ მშენებლობის დროს ჩნდებოდა გარკვეული სირთულეები, რომელიც დაკავშირებული იყო მონაკვეთის პროპორციაზე, შენობის შიდა სივრცე სწორად არის დაგეგმარებული. შენობის ძირითადი კონსტრუქციები დამზადებულია რკინაბეტონისგან და აგურისგან.[10]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.