From Wikipedia, the free encyclopedia
ზღარბთევზასებრნი,[1] ორკბილასებრნი,[1] დიოდონისებრნი[1] (ლათ. Diodontidae) — თევზების ოჯახი შეზრდილყბიანების რიგისა. სხეულის სიგრძე 7–100 სმ-ია, დაფარულია ნემსებით, შეუძლიათ ბურთივით გაბერვა. კბილები შეზრდილია და წარმოქმნის ორ მჭრელ ფირფიტას (აქედან მეორე სახელწოდება). კანი, მუცლის აპკი, ღვიძლი და გონადები შეიცავს შხამ ტეტროდოტოქსინს. ცნობილია 7 გვარის 20-მდე სახეობა. ბინადრობენ ტროპიკულ წყლებში მარჯნისა და კლდოვანი რიფების გარშემო, იშვიათად წყალმცენარეებში და ქვიშიან გრუნტზე. ზოგიერთი სახეობა, ასევე ახალგაზრდა ინდივიდები პელაგიალში ცხოვრობენ. იკვებებიან ფსკერის ცხოველებით. ადგილობრივი რეწვის ობიექტებია. ჰყავთ აკვარიუმებში.[2]
ზღარბთევზასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Diodon holocanthus | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Diodontidae (Bonaparte, 1838) | ||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.