თაკი-ქისრა
From Wikipedia, the free encyclopedia
თაკი-ქისრა, თაკი-ქისრის მეჩეთი (სპარსული: „طاق کسری“, ტრანსკრიპცია „Taq-i Kisra“, „Taq-e Kesra“) ნიშნავს „ხოსროს აივანს“. განეკუთვნება სასანიანთა ირანის ეპოქას და არის ერთადერთი გადარჩენილი სასახლის ნანგრევები ძველ ქალაქ ქტესიფონში. ამჟამად, მდებარეობს ერაყში, პატარა ქალაქ სალმან–პაკთან. მისი თაღი ითვლება არქიტექტურის ისტორიულ და მსოფლიოში უდიდეს უწყვეტ აგურის ძეგლად.