თამასატის უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
თამასატის უნივერსიტეტი (ტაი. มหาวิทยาลัยธรรมศาสตร์) — უმაღლესი განათლების სიძველით მეორე უნივერსიტეტი ტაილანდში, დედაქალაქ ბანგკოკში. დაარსდა 1934 წლის 27 ივნისს ქვეყნის ეროვნული უნივერსიტეტის სტატუსით, შემდგომ კი დამაარსებელმა პრიდი პანომიონგიმ მორალისა და პოლიტიკური მეცნიერებების უნივერსიტეტი უწოდა. ამჟამინდელი სახელი ეწოდა 1952 წელს, ქვეყნის სათავეში მყოფი სამხედრო ხუნტის მიერ[2].
სწრაფი ფაქტები თამასატის უნივერსიტეტი, დაფუძნდა ...
თამასატის უნივერსიტეტი | |
---|---|
มหาวิทยาลัยธรรมศาสตร์ | |
დაფუძნდა | 27 ივნისი, 1934 |
დამფუძნებელი (-ები) | პრიდი პანომიონგიმ |
ტიპი | საზოგადო |
სტუდენტი | 33,422 (2007)[1] |
ქალაქი | ბანგკოკი |
ქვეყანა | ტაილანდი |
ფერები | |
tu.ac.th |
დახურვა
თამასატის უნივერსიტეტი ყოველთვის აქტიურ როლს თამაშობდა ტაილანდის პოლიტიკაში. მის კურსდამთავრებულებს შორის ბევრი ხდებოდა პოლიტიკური ლიდერი. უნივერსიტეტის მთავარ შენობასთან 1973 წელს ადგილი ჰქონდა შეარაღებულ აჯანყებას, 1976 წლის 6 ოქტომბერს კი აქ ტაილანდის დიქტატორის დაბრუნების პროტესტის ნიშნად თავშეყრილი სტუდენტები დახოცეს.