თბილისის ტრამვაი — ერთადერთი ტრამვაის სისტემა საქართველოში, რომელიც თბილისში ფუნქციონირებდა 1883 წლიდან 2006 წლამდე. თავდაპირველად მუშაობდა ცხენის წევაზე, 1904 წლიდან კი ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა. 2006 წლის 4 დეკემბერს თბილისის ტრამვაის სისტემა, სატროლეიბუსო სისტემასთან ერთად, გაუქმდა.