თეთრიწყარო
ყოფილი აღბულაღი / From Wikipedia, the free encyclopedia
თეთრიწყარო (ყოფილი აღბულაღი, გადაერქვა 1940 წლის 9 ოქტომბერს) — ქალაქი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მდებარეობს გომერის ქედის კალთაზე, მდინარე ჭივჭავის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1180 მეტრ სიმაღლეზე, თბილისიდან 57 კმ. ქალაქის სიახლოვეს არის თეთრი წყაროს ნასოფლარი, სამშვილდის ნაქალაქარი.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
თეთრიწყარო | |||
წმ. ნიკოლოზის ეკლესია (XIX ს.) | |||
| |||
ქვეყანა | საქართველო | ||
მხარე | ქვემო ქართლიქვემო ქართლის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყარო | ||
კოორდინატები | 41°33′00″ ჩ. გ. 44°28′00″ ა. გ. | ||
ადრეული სახელები | გარისი, აღბულაღი, ბელი-კლიუჩი | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1966 | ||
ცენტრის სიმაღლე | 1180 მ | ||
მოსახლეობა | 3093[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 64 % სომხები 26 % რუსები 4 % აზერბაიჯანელები 4 % ბერძნები 2 % ოსები 1 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 359[2] | ||
საფოსტო ინდექსი | 2300[3] | ||
დახურვა