თეთრულასებრნი
From Wikipedia, the free encyclopedia
თეთრულასებრნი (ლათ. Pieridae) — მწერების ოჯახი ქერცლფრთიანების რიგისა. დღის პეპლებია. მათი ფრთების შლილი 8 სმ აღწევს. აქვთ თეთრი ან ყვითელი, შავი ლაქებით მოფენილი ფრთები. ოჯახში 500-ზე მეტი სახეობაა. ცალკეული გვარები, როგორც წესი, დაკავშირებულია მცენარეთა გარკვეულ ოჯახებთან: თეთრულები (Pieris) — ჯვაროსნებთან, ყვითელანი (Colias) — პარკოსნებთან და ა. შ. თეთრულასებრნს განეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და ხეხილის მავნებლები: კომბოსტოს თეთრულა (Pieris brassicae), თალგამის თეთრულა (Pieris rapae), ხეხილის მავნებელი — კუნლის პეპელა (Aporia crataegi) და სხვა.
სწრაფი ფაქტები თეთრულასებრნი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
თეთრულასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თალგამის თეთრულა | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Pieridae | ||||||||||||
|
დახურვა