თეო ვან გოგი
From Wikipedia, the free encyclopedia
თეოდორუს „თეო“ ვან გოგი [1](ნიდერლ. Theo van Gogh) [2] (დ. 1 მაისი, 1857 — გ. 25 იანვარი, 1891) — ნიდერლანდელი ხელოვნების ნამუშევრებით მოვაჭრე. ის იყო ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის ძმა, სწორედ მისმა ფინანსურმა და ფსიქოლოგიურმა დახმარებამ მისცა საშუალება ვინსენტს სიცოცხლის ბოლომდე დაეხატა. თეო გარდაიცვალა 33 წლის ასაკში, 37 წლის ვინსენტის გარდაცვალებიდან ექვსი თვის შემდეგ.
სწრაფი ფაქტები თეო ვან გოგი, დაიბადა ...
თეო ვან გოგი | |
---|---|
დაიბადა | 1 მაისი, 1857 ზუნდერტი, ნიდერლანდები |
გარდაიცვალა | 25 იანვარი, 1891 (33 წლის) უტრეხტი, ნიდერლანდები |
ეროვნება | ნიდერლანდელი |
საქმიანობა | ხელოვნების ნამუშევრებით მოვაჭრე |
ცნობილია | ვინსენტ ვან გოგისა და მისი წერილებით |
დახურვა
თეო განსაკუთრებით ცნობილია თავისი დიდი გავლენით ძმაზე, ვინსენტ ვან გოგზე; ეს რაღათქმაუნდა ჩრლდილის ქვეშ აყენებს მის უდიდესი მოღვაწეობის წლებს, როგორც ხელოვნების ნამუშევრებით მოვაჭრისა და მნიშვნელოვანი პერსონის. თეომ უდიდესი როლი ითამაშა ნიდერლანდელი და ფრანგი იმდროინდელი მხატვრებისა და არტისტების ნამუშევრების პოპულარიზაციასა და გაყიდვაში.[3]