თორტიზა
მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
თორტიზა — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთი განშტოება გვირგვინას ქედზე, მდინარეების ძამისა და გუჯარეთისწყლის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1996 მ. აგებულია პალეოცენ-ეოცენური კირქვებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. ხევებით დასერილი ციცაბო კალთა ქვევით შემოსილია წიფლის, ხოლო ზევით — წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყეებით. მწვერვალზე მეორეული მდელოა.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თორტიზა (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები თორტიზა ...
თორტიზა | |
---|---|
თორტიზა, ხედი სოფ. მზეთამზიდან | |
კოორდინატები: 41°50′06″ ჩ. გ. 43°28′34″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1996 მ |
ქედი | გვირგვინას ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა, თიხა და ქვიშაქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
დახურვა