იან ობლაკი
From Wikipedia, the free encyclopedia
იან ობლაკი (დ. 7 იანვარი, 1993, შკოფია-ლოკა, სლოვენია) — სლოვენიელი ფეხბურთელი. მადრიდის „ატლეტიკოსა“ და სლოვენიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე. ობლაკი აღიარებულია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ.[3]
იან ობლაკი 2019 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | იან ობლაკი[1] | ||
დაბადების თარიღი | 7 იანვარი, 1993 (1993-01-07) (31 წლის) | ||
დაბადების ადგილი | შკოფია-ლოკა, სლოვენია | ||
სიმაღლე | 188 სმ[2] | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ატლეტიკო მადრიდი | ||
ნომერი | 13 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2009–2010 | ოლიმპია ლიუბლიანა | 34 | (0) |
2010–2014 | ბენფიკა | 16 | (0) |
2010 | → ბეირა-მარი | 0 | (0) |
2011 | → ოლიანენსე | 0 | (0) |
2011–2012 | → უნიან ლეირია | 16 | (0) |
2012–2013 | → რიუ ავე | 28 | (0) |
2013 | ბენფიკა B | 2 | (0) |
2014– | ატლეტიკო მადრიდი | 226 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2008 | სლოვენია 15 წლ. | 1 | (0) |
2009 | სლოვენია 16 წლ. | 2 | (0) |
2010–2012 | სლოვენია 20 წლ. | 4 | (0) |
2009–2013 | სლოვენია 21 წლ. | 18 | (0) |
2012– | სლოვენია | 36 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
17 წლის ასაკში ობლაკი შეუერთდა პორტუგალიურ „ბენფიკას“ და იყო გუნდის წევრი 2013–14 წლების სეზონში, როდესაც გუნდმა საშინაო დონეზე ტრებლი მოიგო. მოგვიანებით შეუერთდა მადრიდის „ატლეტიკოს“, 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ და გახდა ლა ლიგის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე. 2015–16 წლების სეზონში მოიგო რიკარდო ზამორას ჯილდო, რადგან მთელი სეზონის განმავლობაში ლა ლიგაში 18 გოლი გაუშვა. სამი სეზონის განმავლობაში ის კვლავ იგებდა ჯილდოს. 2017 და 2018 წლებში ნომინირებული იყო ოქროს ბურთზე.[4][5]
მადრიდის „ატლეტიკოს“ მაისურით ჩაატარა 250-ზე მეტი შეხვედრა და გუნდთან ერთად მოიგო 3 ტიტული, მათ შორის უეფა-ს სუპერთასი (2018) რომლის ფინალშიც გუნდმა მადრიდის „რეალი“ დაამარცხა.[6]
ობლაკის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2012 წელს შედგა. ობლაკი სლოვენიის წლის ფეხბურთელად ხუთჯერ დაასახელეს.