From Wikipedia, the free encyclopedia
იისფერა (ლათ. Lepista nuda) — ლეპისტას გვარის სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა. ბოლო პერიოდში მიაკუთვნებენ კლიტოციბეს გვარს.[1]
იისფერა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
იისფერა | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Lepista nuda (Bull.) Cooke, 1871 | |||||||||||||||
|
კარგი ხარისხის პირობითად საჭმელი სოკოა, მოხმარებამდე აუცილებელია მისი თერმულად დამუშავება. საპროტროფია, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში. ინტროდუცირებულია ავსტრალიაში. იზრდება წიწვოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1790 წელს როგორც Agaricus nudus.[2]
სამეცნიერო სინონიმები:
ქუდის დიამეტრი — 6-15 (20) სმ, ხორციანი, ნორჩობაში ნახევარსფეროსებრი, ამოზნექილი, მოგვიანებით ბრტყლად ამოზნექილი ან ჭაჭყლეტილიც კი, თხელი კიდეებით. ქუდის კანი გლუვი და მბზინავი. ნორჩობაში ღია იისფერი, სიმწიფეში ხუნდება და იღებს მომურო ან ჟანგმიწისფერ შეფერილობას.
რბილობი — ხორციანი, მკვრივი, ღია იისფერი, მოგვიანებით უფრო რბილი და ჟანგმიწისფერ-კრემისფერი, სუსტი, მაგრამ სასიამოვნო სუნითა და გემოთი.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტების სისქე — 0,6-1 სმ, ხშირი, შეზრდილი კბილით ან თითქმის თავისუფალი, იისფერი, მოგვიანებით უფერული, მოყავისფრო შეფერილობით.
ფეხი — 4-8 (10) სმ, სისქე — 1,2-3 სმ, მკვრივი, ცილინდრული, ძირში ოდნავ გასქელებული[3] (იშვიათ შემთხვევაში გურზისებრი), გლუვი, სიგრძივ-ბოჭკოვანი. თავიდან ხასხასა იისფერი, შემდგომში ნაცრისფერ-იისფერი,[4] სიმწიფეში უფრო ღია და მოწაბლისფრო.
სპორები — 6-8×4—5 მკმ, ელიფსისებრი, მცირედ ხორკლიანი, მოვარდისფრო. სპორების ფხვნილი — მკრთალ-მოვარდისფრო ან მოვარდისფრო-ყვითელი.[5].
საპროტროფია. იზრდება, ნიადაგზე, ერთეულებად ან ჯგუფებად. ძირნაყარი დამპალი ფოთლების, წიწვებისა და ფიჩხების გროვებზე. წიწვოვან და (წიფელი, ნაძვი) შერეულ (მუხა, ნაძვი) ტყეებში, ასევე ბაღებში, კომპოსტურ გროვებზე. კარგად იტანს მცირე ყინვებს. ზოგჯერ ქმნის „ქაჯის წრეს“.[6] ხშირად იზრდება მინდვრის სოკოსთან ერთად.
ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში. ინტროდუცირებულია ავსტრალიაში.
სეზონი — ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.
კარგი ხარისხის პირობითად საჭმელი სოკოა, თუმცა ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. მოხმარებამდე საჭიროა მისი თერმულად დამუშავება[7] (უნდა მოიხარშოს 10-20 წუთის განმავლობაში), რათა თავიდან იქნას აცილებული საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა.[8] განსაკუთრებით ფასობს შემწვარი სახით ძმარში ან ცხიმში დაკონსერვებული.[9][10] აგრეთვე იყენებენ სოუზებსა და სალათებში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.