ინონ ცური
From Wikipedia, the free encyclopedia
ინონ ცური (ებრ. ינון צור, ინგლ. Inon Zur; დ. 4 ივლისი, 1965) — ებრაული წარმოშობის ამერიკელი კომპოზიტორი. თავდაპირველად მუსიკას ქმნიდა ფილმებისთვის და სატელევიზიო სერიალებისთვის, ხოლო მოგვიანებით ვიდეო თამაშებიც მოიცვა. ის აღიარებული ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიტორად ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში.[1] მოღვაწეობის განმავლობაში სულ დაწერა მუსიკა 50 თამაშისთვის, 15 სატელევიზიო შოუსთვის და 10 ფილმისთვის. მას მიღებული აქვს რამდენიმე ნომინაცია, საიდანაც მოიგო სამი: Telly Award-ის ჯილდო საუკეთესო საუნდტრეკისთვის 1997 წელს, Game Audio Network Guild award-ის ჯილდო საუკეთესო ორიგინალური ინსტრუმენტალური კომპოზიციისთვის 2004 წელს და Hollywood Music in Media Award-ის ჯილდო საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის 2009 წელს.